ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები და სამოსი (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები და სამოსი (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

ალბათ ბევრს გსმენიათ ისტორიები, რომ სამოსი, რომელიც პატარძალს ქორწილის დღეს ეცვა დედის ან ბებიის დროინდელია, თუმცა ნელ-ნელა ეს ტრადიცია იკარგება. თეთრი ფერის საქორწილო კაბის ჩაცმის ისტორია სათავეს  XIX საუკუნეში იღებს. იმ დროიდან, როდესაც დიდ ბრიტანეთში დედოფალმა ვიქტორიამ უარი თქვა ტრადიციული კაბის ჩაცმაზე და თეთრი კაბა შეაკერინა.

როგორც აღმოჩნდა, იაპონიაში ქორწილის დღეს პატარძალს ორი ფერის კაბა აცვია: თეთრი და წითელი, წითელს ისინი ძირითადად საღამოს წვეულების პერიოდში ატარებენ.

განსაკუთრებულია შოტლანდიური შესამოსელი. კილტი, რომელსაც ნეფე ატარებს, აუცილებლად უნდა იყოს საგვარეულოში მიღებული ფერების შესაბამისი. ცერემონიალზე ნეფე დედოფალს კუბოკრული მოსასხამით ასაჩუქრებს.

ტრადიციების მიმართ ყველაზე დიდ ყურადღებას სამხრეთ კორეაში იჩენენ. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ნეფე პატარძალს ზურგზე შემოისვამს და მაგიდის ირგვლივ შემოატარებს ხოლმე, რითაც მეუღლე გოგონას უმტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება მისი საყრდენი იქნება.

სამოსთან ერთად, საინტერესოა, წეს-ჩველებები, რომელიც ქორწილს ახლავს, მაგალითად: ინდოეთის ზოგიერთ ნაწილში ქორწილის დღეს საპატარძლოს და სასიძოს ოჯახის წევრები წყვილის ფეხსაცმლის მოპარვას ცდილობენ. თუ საპატარძლოს ნათესავებმა მოახერხეს და სასიძოს ფეხსაცმელი მოპარეს, ამ უკანსკნელს მათთვის ფეხსაცმლის გამოსასყიდის გადახდა მოუწევს.

ინდოეთის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის აზრით, ქალი დაწყევლილი არსებაა, რამაც მეუღლის ადრე გარდაცვალება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ გოგონას მამაკაცზე დაქორწინებამდე ხეზე ათხოვებენ. წყევლა ბოლომდე რომ მოიხსნას, ხეს ჭრიან.

კორეაში კი დაქორწინებამდე სასიძოს ტერფებში ლერწამს ურტყამენ, რაც საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ამას საქორწინო რიტუალის ერთ-ერთ სახალისო მომენტად თვლიან.

ქურთების წესის მიხდევით კი,  სიძემ პარატძალს აუცილებლად თავში ბალიში და ვაშლი უნდა ესროლოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ