"ჭიდაობას რა უნდა" - ოლიმპიური ხალიჩისა და ტატამის ქართველი ჩემპიონები (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ჭიდაობას რა უნდა" - ოლიმპიური ხალიჩისა და ტატამის ქართველი ჩემპიონები (ფოტოგალერეა)

21 აგვისტოს  რიო დე ჟანეიროში მორიგი ოლიმპიური თამაშები დასრულდა, სადაც ქართველებმა კვლავაც წარმატებით იასპარეზეს და ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ქართული სპორტის ოლიპიური ისტორია, რომელიც XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში მონაწილეობის თაობაზე.

(ფოტოგალერეა)

1951 წელს მოსკოვში გამართულმა სსრ კავშირის ოლიმპიური კომიტეტის პირველმა სესიამ დაადგინა, რომ საბჭოთა სპორტსმენები 1952 წელს მხოლოდ ზაფხულის თამაშებში იასპარეზებდნენ, ზამთრის ოლიმპიადებში კი 1956 წლიდან ჩაებმებოდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ქართველ სპორტსმენებს რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ "დიადი საბჭოეთის" ნაკრებში მოსახვედრად. სხვებზე სულ ცოტა, ათი თავით მეტი უნდა ყოფილიყავი, რომ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოგეპოვებინა. ქართველი სპორტსმენები არათუ ამას ახერხებდნენ, არამედ წარმატებით ასპარეზობდნენ საკუთარ სახეობებში და ოლიმპიური მედლებითაც ანებივრებდნენ ქართველ გულშემატკივრებს.

ტრადიციულად ქართველები ძლიერები იყვნენ და არიან სპორტის ძალოსნურ სახეობებში, განსაკუთრებით კი ჭიდაობის სამივე ოლიმპიურ სახეობაში. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც სწორედ თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე გახდა, მან 1952 წელს მოიპოვა ოქროს მედალი.

ოლიმპიადაზე დამოუკიდებელ ქვეყნად ასპარეზობისასაც პირველი ოქრო მოჭიდავემ - ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა აიღო.

შეგახსენებთ, რომ სულ თავისუფალ ჭიდაობაში ქართველ სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 6 ოქროს მედალი, ძიუდოშიც ასევე - 6, ხოლო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 5.  ეს მაჩვენებელი ქართველების მიერ მოპოვებული ოქროს მედლების თითქმის ნახევარია, ამიტომაც როდესაც გადავწყვიტეთ ფოტოების საშუალებით გადაგვევლო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისთვის თვალი, ვიფიქრეთ, რომ უპრიანი იქნებოდა ფოტოგალერეის პირველ ნაწილად სწორედ მოჭიდავეების (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, ძიუდო) სურათები გაგვეერთიანებინა.

იხილეთ ფოტოგალერეა: ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები (ნაწილი პირველი)