ხულიგნობა, თავდასხმა, ნარკოტიკით ვაჭრობა... - ცნობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ
31-08-2016
ხულიგნობა, თავდასხმა, ნარკოტიკით ვაჭრობა... - ცნობილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ
ფოტოგალერეა

ცნობილი მომღერალი კრის ბრაუნი სამართალდამცავებმა შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილია პოლიციაში შეტყობინება ქალისგან შევიდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ბრაუნი მას იარაღით დაემუქრა.

თავად მომღერალმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაფერი ჩაუდენია და როდესაც გაიღვიძა, საკუთარ სახლთან პოლიცია აღმოაჩინა.

27 წლის კრის ბრაუნი მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სახლიდან გასვლაზე, თუმცა საბოლოოდ პოლიციას ჩაბარდა. მომღერალი წარსულშიც არაერთხელ დაუკავებია პოლიციას, მათ შორის 2009 წელს მომღერალ რიჰანაზე ფიზიკური ძალადობისთვის.

როგორც აღმოჩნდა, ცნობილ
ადამიანებს საკმაოდ ხშირად აქვთ უთანხმოება კანონთან და სამართალდამცავებთან. გთავაზობთ ფოტოგალერეას იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებით, რომლებიც სამართალდამცავებმა სხვადასხვა დანაშაულის გამო, სხავდასხვა დროს დააკავეს.

ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
nika
31 აგვისტო 2016 17:58
ტაისონის სურათი ვნახე ამ სტატიაზე მიბმული დარო იცოდეთ 4ჯერ არის ნასამართლევი და ბრალდებული კიდე რამდენჯერ ვინ დათვლის

რედაქტორის რჩევით