10 ყველაზე მოდური და ორიგინალური ალკოჰოლური სასმელი - კვირის პალიტრა

10 ყველაზე მოდური და ორიგინალური ალკოჰოლური სასმელი

თქვენი სასმელების ბარი ცარიელია და არ იცით როგორ შეავსოთ? წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ და თანამედროვე ალკოჰოლურ სასმელებს:

Tequila Cabeza (ტეკილა "კაბეზა" - ესპანურად "უფროსი") - ტეკილა ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასმელია მსოფლიოში, რომელიც ინდიელთა სასმელად მიიჩნეოდა, ევროპაში კი 1521 წელს გამოჩნდა. ტეკილას ეს სახეობა კი, ვივანცოების ოჯახმა დაამზადა და მისმა მოხმარებამ მასშტაბური სახე მალევე მიიღო.

Amaro Di Angostura - იტალიური ამარო (მწარე) ძალიან მდიდარი არომატით გამოირჩევა, რომელსაც თქვენს სასმელების ბარში აუცილებლად გამოუყოფდით ადგილს. ამარო სხვადასხვა ჯიშის მცენარისგან მზადდება, მათ შორის არტიშოკისა და რუბარბისაგან.

LiqueurMr. Black - ლიქიორის ეს სახეობა საოცრად დახვეწილი და ორიგინალური გემოთი გამოირჩევა. ის მზადდება ვისკზე ან ტეკილაზე, მათი ოდენობა სასმელში 50% -ს შეადგენს.

Hibiki Harmony - თუ ვისკის მოყვარული ხართ, მაშინ ეს სასმელი თქვენს თაროზე აუცილებლად იქნება, ეს არის სასმელი, რომელიც საპატიო ადგილს იმსახურებს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იაპონური ალაოს მარცვლებზე მზადდება.

Givinity (GIN ) - ეს ჯინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც წელიწადში დაახლოებით 130 მილიონი ბოთლი იყიდება. მისი ბოთლი 9 განსხვავებული მცენარის შეფუთვით გამოდის, მაგალითად, ნუშის, ვარდის, ჟოლოს, მანდარინისა და სხვა. ეს კი ნიშნავს, რომ სწორედ ამ 9 სახეობის მცენარეზე მზადდება ეს სასმელი და მათი არომატით არის გაჯერებული.

Vermouth - ძალიან ბევრი ადამიანი თანხმდება, რომ ეს იტალიური ღვინო მსოფლიოში გამორჩეულია და სადღესასწაულოს სასმელადაც კი მიიჩნევა. იგი ტურინში საუკეთესო ყურძნის მარცვლებისგან მზადდება. ვერმუთი რამდენიმე ადგილობრივ მცენარეს შეიცავს ესენია: არტემისია, რომაული ჩეიმომილე, ყვითელი ჩინჩონას ქერქი, იტალიური ბრტყელკალა და წითელი სანდლის ხე. ვერმუთის გამოყენებით შესანიშნავი Martini Riserva Speciale Ambrato and Rubino მზადდება.

Vodka - ალბათ ბევრისთვის გასაკვირი არ იქნება თუკი ამ სასმელს სიის ათეულში იხილავს. არაყი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც თავის კატეგორიაში შეიძლება ითქვას, რომ უკონკურენტოა. Our/London vodka - ეს არის პიონერული და სრულიად ინოვაციური სპირტიანი სასმელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მრავალ სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

Bitter Truth Cucumber – (ითარგმნება, როგორც "მწარე სიმართლე") - თუ გსურთ, რომ საუკეთესო კოქტეილი დააგემოვნოთ, მაშინ ეს გემრმანული გიგანტი აუცილებლად უნდა გქონდეთ. იგი თავისი დამახასიათებელი მწარე არომატით, არაჩვეულებრივ აკომპანიმენტს უწევს სხვადასხვა სასმელს. (იგი შეიცავს 39% ალკოჰოლს)

Seedlip - მათთვის ვისაც სურს, რომ გაერთოს და ამავე დროს არ მიიღოს დიდი დოზით ალკოჰოლი, ეს სასმელი საუკეთესო საშუალებაა. ეს არის ხის ბუნებრივი დისტილირების, სპეციალური წიწაკისა და ციტრუსის ნაზავი შაქრის გარეშე.

Rum - რომი მსოფლიოს ერთ- ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული სასმელია, რომელიც თავისი დიდებული ისტორიით ნებისმიერს იზიდავს. დღესდღეობით, მხოლოდ ბრიტანეთში, რომის 300- ზე მეტი ვარიანტი არსებობს.

Plantation Pineapple Stiggins’ Fancy - ეს ანანასის არომატიანი რომის XIX საუკუნის შედევრია, რომელიც ალექსანდრ გაბრიელმა და დევიდ ვუდრიხმა შექმნეს.

წყარო

მოამზადა გიორგი მოსაშვილმა