"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დღესასწაულები ღარიბაშვილის ოჯახში - კვირის პალიტრა

"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დღესასწაულები ღარიბაშვილის ოჯახში

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, იშვიათად თუ ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ ის ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად ანებივრებს საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებით.

ნუნუკა თამაზაშვილის ძმა, პარლამენტის წევრი ლექსო თამაზაშვილი ნინო ღარიბაშვილთან ერთად

პირველმა სწორედმან აცნობა საკუთარ "ფეისბუკმეგობრებს" მეოთხე შვილის დაბადების ამბავი. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს, მეოთხე ბავშვი, ნინო ღარიბაშვილი 12 აგვისტოს ეყოლათ. წყვილს კიდევ სამი ვაჟი: ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავთ.

ამის შემდეგ, 5 სექტემბერს ექსპრემიერმა "ფეისბუკით" ცოლს დაბადების დღე მიულოცა და ამის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნუნუკას დაბადების დღე ცოლის დაქალებთან ერთად აღნიშნა. "ნუნუკა 33 წლის გახდა", - დაწერა "ფეისბუკში" ყოფილმა პრემიერმა.

სულ ბოლო ინფორმაცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუკში" გამოაქვეყნა, არის ის, რომ ექსპრემიერმა თავისი პატარა ქალიშვილი მონათლა.

"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დაწერა ყოფილმა პრემიერმა.

წყარო