"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დღესასწაულები ღარიბაშვილის ოჯახში
"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დღესასწაულები ღარიბაშვილის ოჯახში
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, იშვიათად თუ ჩნდება საზოგადოებაში, მაგრამ ის ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად ანებივრებს საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების შესახებ ინფორმაციებით.

ნუნუკა თამაზაშვილის ძმა, პარლამენტის წევრი ლექსო თამაზაშვილი ნინო ღარიბაშვილთან ერთად

პირველმა სწორედმან აცნობა საკუთარ "ფეისბუკმეგობრებს" მეოთხე შვილის დაბადების ამბავი. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს, მეოთხე ბავშვი, ნინო ღარიბაშვილი 12 აგვისტოს ეყოლათ. წყვილს კიდევ სამი ვაჟი: ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი ჰყავთ.

ამის შემდეგ, 5 სექტემბერს ექსპრემიერმა "ფეისბუკით" ცოლს დაბადების დღე მიულოცა და ამის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.


როგორც ჩანს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნუნუკას დაბადების დღე ცოლის დაქალებთან ერთად აღნიშნა. "ნუნუკა 33 წლის გახდა", - დაწერა "ფეისბუკში" ყოფილმა პრემიერმა.


სულ ბოლო ინფორმაცია,
რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა "ფეისბუკში" გამოაქვეყნა, არის ის, რომ ექსპრემიერმა თავისი პატარა ქალიშვილი მონათლა.

"დღეს ნინო გაქრისტიანდა!" - დაწერა ყოფილმა პრემიერმა.

წყარო





ია
24 სექტემბერი 2016 23:01
ღმერთმა გახარებული ამყოფოს.ძალიან ლამაზი გოგუცანაა. p.s.ცოლის დაქალებიც რა ლამაზებია-ყველა:)
გიორგი
24 სექტემბერი 2016 19:32
ირაკლი, ღირსეული კაცი ხარ და ოჯახიც კარგი გაქვს. სულ ბედნიერი იყავი შენს ოჯახთან ერთად. ღმერთი გეწეოდეს.
григоличи
24 სექტემბერი 2016 19:19
гилоцав иракли. григоличи
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები