ის ბავშვებს სხეულით გადაეფარა... - 22 წლის გოგონას გმირობა და ტერორისტებს გადარჩენილი ასობით მგზავრი - კვირის პალიტრა

ის ბავშვებს სხეულით გადაეფარა... - 22 წლის გოგონას გმირობა და ტერორისტებს გადარჩენილი ასობით მგზავრი

ნერჯა ბჰანოტი - გმირი გოგონა ინდოეთიდან. ის მხოლოდ 22 წლის იყო, თუმცა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი თავის გმირობას შეეწირა. მისი ისტორია ბევრისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

ნერჯა ბჰანოტი ინდოეთის ქალაქ ჩანდიგარში დაიბადა, თუმცა მუმბაიში გაიზარდა, პუნჯაბი ბრაჰმინის ოჯახში. მამა ჟურნალისტი იყო, დედა -დიასახლისი. ადრეული განათლება ჩანდიგარში მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა მუმბაიში განაგრძო. სწორედ მუმბაიში შეამჩნიეს მისი იდეალური გარეგნობა და მოდელობაც შესთავაზეს. აქედან დაიწყო გოგონას სამოდელო კარიერა და ცნობილი ბრენდების სახეც გახდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა...

reclama

1986 წელს ნერჯა 21 წლის იყო, როდესაც მამამ მომავალი ქმარი გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ნერჯა დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი იყო, მამას წინააღმდეგობა არ გაუწია. ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა, ნერჯა ქმარს გაშორდა. მიუხედავდ იმისა, რომ გოგონას გადაწყვეტილებას ოჯახმა მხარი დაუჭირა, ნერჯა ფიქრობდა, რომ მამას გული ატკინა, მან წერილი მისწერა მამას, სადაც წერდა, რომ უფროსი ბჰანოტი ქალიშვილით იამაყებდა.

ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ამერიკულმა ავიაკომპანიამ Pan Am თავიანთი აზიელი კლიენტების უკეთ მომსახურებისთვის, გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი ინდოელი ყოფილიყო, სწორედ ამ პერიოდში გადაწყვიტა ნერჯამ ბორტგამცილებლად მუშაობის დაწყება.

1986 წლის 5 სექტემბერს დილის 5 საათზე Pan Am 73 -ის თვითმფინავი მუმბაიდან აშშ-სკენ მიფრინავდა. როდესაც ის პაკისტანში, ყარიჩის აეროპორტში დაფრინდა, მასში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა შეაღწია და ეკიპაჟის წვერები და მგზავრები მძევლად აიყვანა. ისინი მათი ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამ დროს ბორტზე 361 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იყო... ნერჯა კი უფროსი ბორტგამცილებელი გახლდათ.

ტერორისტების ბორტზე გამოჩენისას თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდნენ: პილოტი, მისი დამხმარე და ბორტინჟინერი, რომელთაც სწორედ ნერჯამ აცნობა შეიარაღებული ხალხის თვითმფრნავში შეღწევის ამბავი, მათ მოახერხეს თვითმფინავიდან მალულად გაღწევა და გაქცევა. ნერჯა კი დარჩა და ეკიპაჟის დარჩენილი წევრების ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე აიღო...

reclama

ის და ეკიპაჟის სხვა წევრები ცდილობდნენ, მგზავრები უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფილიყვნენ. გამტაცებლები უმოწყალოდ კლავდნენ მათ, ვისაც ამერიკის პასპორტს აღმოუჩენდნენ, სწორედ ამიტომ ნერჯამ მგზავრების პასპორტები გადამალა და ამით 41 ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

17 საათის შემდეგ გამტაცებლებმა სროლა ატეხეს, შეშინებული მგზავრები კი თავის გადარჩენას ცდილობდნენ. ეკიპაჟის წევრებმა სიცოცხლის რისკის ფასად ავარიული თვითმფრინავიდან ხალხის გაყვანა დაიწყეს, როდესაც ნერჯა 3 ამერიკელი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა, მას ტერორისტმა ესროლა, ის ბავშვებს სხეულით გადაეფარა... გოგონას დახმარებას ეკიპაჟის 2 წევრი შეეცადა, თუმცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე ნერჯა დაიღუპა.

ტერორისტები ორგანიზაცია "აბუ ნიდალის" წევრები იყვნენ, ისინი პაკისტანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გატაცებული ბორტიდან გადარჩენილი 7 წლის ბავშვი დღეს ერთ-ერთი მთავარი ავიახაზების კაპიტანია. როგორც ის ამბობს, სწორედ ნერჯა ბჰანოტის დამსახურებით არის ცოცხალი და მისი საქციელით აღფრთოვანებულმა გადაწყვიტა ამ საქმეს გაჰყოლოდა.

რომ არა გამტაცებლების სისასტიკე, ნერჯა ბჰანოტი თავის 23-ე დაბადების დღეზე შინ, მუმბაიში დაბრუნდებოდა და ოცნებასაც აიხდენდა -  ოჯახის ყველა წევრი დიდი ხნის შემდეგ ერთად შეიკრიბებოდა, თუმცა არ დასცალდა...

სონამ კაპური - ფილმში ნერჯას როლს ასრულებს

ერთი ჩვეულებრივი გოგონა მამაცი გულით - ასეთია იმ ფილმის შინაარსი, რომელიც რეჟისორმა რემ მადვანმა და პროდიუსერმა ატულ კასბეკარმა ნერჯაზე გადაიღეს. მათი აზრით, გოგონას შთამაგონებელი ამბავი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო.

reclama

22 წლის გოგონას სიკვდილმა ოჯახი გაანადგურა. მაშინ როდესაც სხვებისთვის ცხოვრება გრძელდებოდა, ნერჯას დედა, რამა ბჰანოტი შვილის დაღუპვის ამბავს ვერ შეეგუა და დეპრესიაში ჩავარდა.

სიმამაცისა და მშვიდობის დარგში ნერჯას გმირობა მისი სიკვდილის შემდეგ ინდოეთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი აღინიშნა. გმირობისა და თავდადებისთვის გოგონას სიმამაცე ამერიკულმა მხარემაც არარეთი პრემიით გამოარჩია.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)