არჩევნებზე "გაქცეული" პატარძალი და ხმის მისაცემად მისული 104 წლის ბებო - 2016 წლის არჩევნების ყველაზე შთამბეჭდავი კადრები - კვირის პალიტრა

არჩევნებზე "გაქცეული" პატარძალი და ხმის მისაცემად მისული 104 წლის ბებო - 2016 წლის არჩევნების ყველაზე შთამბეჭდავი კადრები

"წალენჯიხაში ამ ბებიას დარჩა პირადობის მოწმობა, მიბრუნდა სახლში და მეორედ მოვიდა საარჩევნო უბანზე. ჰოდა, თუ ამ ბებოს არ დაეზარა ხმის მიცემა, თქვენც არ დაგეზაროთ", - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა და ბებოს ფოტოც გამოაქვვეყნა.

შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტსივრცის ჰიტად იქცა რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისული პატარძლის ფოტო, წყვილმა ოჯახური ცხოვრება სწორედ მოქალაქეობრივი ვალის მოხდით დაიწყო.

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში კი, ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე 104 წლის ბებო მივიდა.

სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილი რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, მავთულხლართებიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სპეციალურად საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად გადმოვიდა.

მოკლედ, ამ და კიდევ არაერთ საინტერესო ფოტოს გთავაზობთ ფოტოგალერეად.

ფოტოგალერეა