"ჩემი ალერსიანი მხეცი" - კვირის პალიტრა

"ჩემი ალერსიანი მხეცი"

წინა ნომერში შემოგთავაზეთ პლანეტის ყველაზე საშიშ ბინადართა ათეული, რომლებიც ადამიანებისთვის სახიფათონი არიან. ახლა კი წარმოგიდგენთ თბილ და

ალერსიან ოთხფეხა მეგობრებს, რომლებსაც, მიუხედავად მათი "ტყიურობისა", ჩვენ გვერდით დაუდვიათ ბინა და როგორც ჩანს, საუცხოო ერთგულება და მეგობრობა სცოდნიათ.

წარმოიდგინეთ, ბრუნდებით შინ და კიბიდან თქვენს შესახვედრად ჩამორბის... ლომი! ინდიანელ ანას "ცხოველთა მეფის" სულაც არ ეშინია. მეტიც, თავისი ძუ ლომის გასალამაზებლად ძალ-ღონეს არ იშურებს - სიამოვნებისგან გატრუნულ მხეცს ბალანს ვარცხნის, რათა "შახზარა", ანუ "დედოფალთ დედოფალი" კიდევ უფრო დამშვენდეს...

ფლორიდელი ვიქტორია ვინდლანდი თავის 4 წლის უსურიის ვეფხვ "ტამს" კოცნის. კამილა კრისტი-ბარბერი კი თეთრ მგელ "ლუიზას" ეამბორება...