ვისზე დაქორწინდა ვერა ქობალიას და?! - ზღაპრული ქორწილი იტალიაში
14-10-2016
ვისზე დაქორწინდა ვერა ქობალიას და?! - ზღაპრული ქორწილი იტალიაში
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უკვე რამდენიმე თვეა ინდონეზიაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოფილი მინისტრი ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველია ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.

ცოტა ხნის წინ ქობალიების ოჯახმა ვერას უმცროსი დის, ნინა ქობალიას ქორწილი აღნიშნა.
29 წლის ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტს უმბერტო ბაჩის გაყვა ცოლად. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი,
სახელწოდებით NONCHALANT.

ნინამ და უმბერტომ დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაცენზაში. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი წყვილმა
და სტუმრებმა, ძველებურ იტალიურ ვილაში გადაინაცვლეს.


როგორც ნინა თავის ბლოგში წერს, ქორწინების ცერემონია მთლიანად თავად დაგეგმა და ინსპირაცია შექსპირის "ზაფხულის ღამის სიმზრისგან" მიიღო. ნინა ქობალიას ესპანური ბრენდის, YolanCris-ის ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ვერა ქობალია იყო, რომელსაც საკურთხეველთან გვერდიდან არ შორდებოდა პატარა ქალიშვილი.

ქორწილს რამდენიმე ათეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის წყვილის მშობლები, მეგობრები და ახლო ნათესავები.


იხილეთ ფოტოგალერეა
TEMO
17 ოქტომბერი 2016 15:03
SAINTERESOA PATARA QALISHVILI CAAKASHVILS TU GAVS
rey
16 ოქტომბერი 2016 21:42
აყვავებულა იმდონეზია!!!
adk
16 ოქტომბერი 2016 15:49
ტიმოშეკოს პრიჩო...)))

რედაქტორის რჩევით