"დაცვა" ბუზისგან - კვირის პალიტრა

"დაცვა" ბუზისგან

გარეულ ცხოველთა ფოტოგრაფი ფრენკ სოლომონი, რომელსაც ფოტოაპარატით ბუჩქებში ჩასაფრებულს არაერთი წელი აქვს გატარებული, გაკვირვებული დარჩა, როცა

სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკში ანტილოპას თავზე "კაპიტალურად დასახლებული" ობობა ნახა. მწერს ბადე რქებს შორის აქვს გაბმული, მაგრამ ცხოველი ვერაფერს ამჩნევს. ერთი ნუგეში ისაა, რომ "კეთილ მასპინძელს" ბუზი ნაკლებად შეაწუხებს...