სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს! - კვირის პალიტრა

სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!

ჩინეთის ქალაქ ციზნანში 102 წლის მა სიუ სიანმა ბავშვობის სანუკვარი ნატვრა აისრულა და სკოლაში წავიდა! მა 13 წლიდან მუშაობდა. 18 წლისა გათხოვდა და 9 შვილი

შეეძინა, რომელთა სწავლისთვის ძვირფასეულობასაც კი ყიდდა.

მოხუცი პირველ კლასში სწავლობს და კარგად რომ გაიგონოს, სმენის აპარატს იყენებს, ხოლო სახელმძღვანელოებს ლუპით კითხულობს. პირველი სასწავლო დღეების შემდეგ ახალმა მოსწავლემ დიდი მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, თანაკლასელებს და ბეჯითად სწავლას დაჰპირდა.