კაბა, რომელიც 30 მილიონი დოლარი ღირს - 10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში
22-10-2016
კაბა, რომელიც 30 მილიონი დოლარი ღირს - 10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში
როდესაც გვესმის რაიმე ძვირადღირებული საგნის შესახებ, რომელიც ათასობით ან მილიონობით დოლარი ღირს, დიდ წილად წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ ეს ალმასი, ოქრო, მანქანა ან უძრავი ქონებაა. წარმოიდგენდით, რომ არსებობს კაბები, რომელიც მილიონობით დოლარი ღირს? - ალბათ, ვერა, მაგრამ ასეთი კაბები, ნამდვილად არსებობს! ზოგიერთი კაბა მხოლოდ იმიტომ შეფასდა ასე ძვირად, რომ ის ეკუთვნოდა ცნობილ ადამიანს, მაგრამ ასევე არის კაბები, რომელიც ძვირია იმიტომ, რომ გაწყობილია ბრილიანტებით და სხვა ძვირფასი ქვებით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიოში
ყველაზე ძვირადღირებული კაბების ათეულს.


10. Princess Diana Dress - $125, 000
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური კაბა, რომელიც კატრინ ვოკერმა პრინცესა დაიანასთვის შექმნა. ის შეკერილია აბრეშუმისა და შიფონის ქსოვილებისგან და დაიანას მხოლოდ ორჯერ - 1989
წელს, ლონდონის ოპერაში, სპექტაკლ "მისს საიგონ"-ის პრემიერაზე და 1997 წელს, კანის კინოფესტივალზე ეცვა. მისი ღირებულება დაახლოებით 125,000 დოლარია. კატრინ ვოკერი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო დიზაინერებს შორის. მან პრინცესა დაიანასთვის ათასზე მეტი სამოსის დიზაინი შექმნა, მათ შორის ის შავი კაბა, რომელშიც პრინცესა დაიანა დაკრძალეს.

9. Swarovski “Dirndl Dress” - $127,000

კაბა შეიქმნა გერმანიაში და პირველად 2006 წელს მიუნხენში გამოჩნდა. შთაგონებულია შუა საუკუნეების დიზაინის კორსეტით და დაფარულია სვაროვსკის კრისტალებით. მისი ღირებულება 127,000 დოლარია.

8. Golden Evening Dress by Ginza Tanaka - $245,000

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი, გამჭირვალე საღამოს კაბა, რომელიც დამზადებულია ოქროს მავთულისაგან და იწონის 1.1 კგ.- ს. მისი ღირებულება 245,000 დოლარია.

7. Golden Coin Dress by Ginza Tanaka - $267,948

ეს არის იაპონელი საიუვილერიო შემოქმედის გინზა ტანაკას მეორე ძვირადღირებული კაბა, რომელიც ჩვენს სიაში მოხვდა. მისი დიზაინისთვის 15,000 ოქროს ავსტრალიური მონეტა გამოიყენა. კაბა, დაახლოებით, 10 კგ. -ს იწონის. კაბა 2007 წლის მოდის კვირეულზე, ტოკიოში წარადგინა და მისი ფასი 267.948 დოლარია.

6. Marilyn Monroe’s “Happy Birthday” dress - $ 1.3 Million

ჩვენს სიაში მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული კაბა, რომელიც მილიონ დოლარზე მეტი ღირს, 1961 წელს ამერიკელმა დიზაინერმა ჯონ-ლუის ბერტულტომ სპეცილურად მერილინ მონროსთვის შექმნა, რომელიც კინოვარსკვლავს პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღის წვეულებაზე ეცვა, როდესც დაბადების დღის ცნობილი სიმღერა შეასრულა.

კაბას ამშვენებს ბუნებრივი ქვები, რომლებიც ბრილიანტივით ბზინავს. მისი რეალური ფასი 12,000 დოლარია, თუმცა აუქციონზე 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

5. Maria Grachvogel’s Precious Dress - $ 1.8 Million

კაბა შეკერილია აბრეშუმის ქსოვილისგან და 2000-ზე მეტი ბრილიანტის ქვითაა მორთული. ის პირველად მარია გრაჩოვოგელის მისივე ჩვენებაზე წარმოადგინა. კაბა 1.8 მილიონად შეფასდა.

4. Black Diamond Dress by Debbie Wingham - $ 5.5 Million

ეს კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა დები ვინჰემმა შექმნა და წარმოადგინა კიევის მოდის ჩვენებაზე. დიზაინერი კაბას ნახევარი წლის განმავლობაში ქმნიდა და ამისთვის 1 000 შავი და თეთრი ბრილიანტის ქვა გამოიყენა. კაბა 29 ფუტს იწონის და მისი ფასი 5.5 მილიონი დოლარია.

3. Diamond Dress by Scott Henshall - $ 9 Million

ეს არის ვებფორმის კაბა. მისი წონა საკმაოდ მსუბუქია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მის გასაწყობად 3 000-ზე მეტი ბრილიანტის თვალი გამოიყენა. კაბა მომღერალ სამანტა მუმბაის 2004 წელს, ფილმ "Spider-Man" -ის პრემიერაზე ეცვა და მისი ღირებულება 9 მილიონი დოლარია.

2. Debbie Wingham’s “Abaya” Dress - $17.6 Million

ეს არის ყველაზე ძვირადღირებული "აბაია", ანუ მუსულმანური კაბა, ხოლო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულებს შორის მას მეორე ადგილი უჭირავს. კაბა ბრიტანელმა დიზაინერმა დები ვინჰემმა დუბაიში შექმნა და ამ ათეულში ეს მისი მეორე კაბაა. ის მორთულია 2,000-ზე მეტი თვალით, მათ შორისაა შავი და თეთრი ბრილიანტები და წითელი ალმასი, რომელიც იშვიათი და ძვირადღირებული ქვაა. კაბა ასევე აღჭურვილია 14-კარატიანი ოქროთი და მის ფასი 17.6 მილიონი დოლარია.

1. Nightingale of Kuala Lumpur - $ 30 Million

და ბოლოს, ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში "კუალა ლუმპურის ბულბული", რომელის ფასი 30 მილიონი დოლარია. ამ საღამოს კაბის დიზაინი ფაიზალ აბდულაჰმა შექმნა, რისთვისაც მან აბრეშუმის, ტაფტის, ატლასის და შიფონის ქსოვილები გამოიყენა.

ასევე 70-კარატიანი მსხლის ფორმის ალმასი და 751 სვაროვსკის კრისტალი. ეს საოცრება 2009 წელს "STYLO Fashion Grand Prix KL" -ის ფესტივალზე აჩვენეს.

გვანცა ხაინდრავა (სპეციალურად საიტისთვის)

ნათი
21 მაისი 2017 18:45
რას ბოდავ guranda??
guranda
16 ნოემბერი 2016 14:07
ase ar sheidzleba mitumetes kvela kvekanashi amdeni gachirvebulia mat rom xmardebodes es tanxebi kidev sheidzleboda es ari mdidari xalxis axireba fuli sad caigon

რედაქტორის რჩევით