სკეიტბორდისტი ბუ - კვირის პალიტრა

სკეიტბორდისტი ბუ

ბუ "ალბი" დიდ ბრიტანეთში ფოლკსტონის ბუების თავშესაფრის ბინადარია. ამ დაწესებულებისთვის შესაწირავის შეგროვებისას თანამშრომლებს საზრიანი "ალბი"

ხშირად თან დაჰყავდათ. ასეთი გასეირნებისას ბუს ერთ-ერთი ბიჭუნას სკეიტბორდი ისე მოეწონა, რომ დაუყოვნებლივ "აითვისა" - "ალბი" ჰაერში მომცრო წრეს აკეთებს და სკეიტბორდზე ეშვება, რომელიც ინერციით მიგორავს, გაჩერებისას კი მანევრს თავიდან იმეორებს... ახლა "ალბის" საკუთარი სკეიტბორდი აქვს, მისი ქუჩის "წარმოდგენები" ანშლაგით მიდის და შესაწირავმაც მკვეთრად იმატა.