მორ­ფი­ნი­თ, ატ­რო­პი­ნით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი სერიული მკვლე­ლე­ბი
30-10-2016
მორ­ფი­ნი­თ, ატ­რო­პი­ნით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები - თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი სერიული მკვლე­ლე­ბი
ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჩა­ბეჭ­დი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მე­დი­ცი­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მხსნე­ლე­ბი არი­ან.
ისი­ნი მკურ­ნა­ლო­ბენ სნე­უ­ლებს, აშუ­შე­ბენ ჭრი­ლო­ბებს და ხში­რად, პა­ცი­ენ­ტებს იმ ქვეყ­ნი­და­ნაც აბ­რუ­ნე­ბენ. ამი­ტო­მაც, ადა­მი­ან­თა ნდო­ბა მათ მი­მართ, უსაზღ­ვ­როა. სამ­წუ­ხა­როდ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ნდო­ბა სულ უფ­რო იკ­ლებს. ზო­გი­ერ­თი მე­დი­კო­სი არა მარ­ტო ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცს არ­ღ­ვევს, არა­მედ ყვე­ლა მო­რა­ლურ თუ ადა­მი­ა­ნურ კა­ნონ­საც უგუ­ლე­ბელ­ყოფს. ამ ე.წ. თეთ­რ­ხა­ლა­თი­ან მკვლელ­თა რი­გებს თა­ვი­სი მო­წი­ნა­ვე­ე­ბი ჰყავს. ახ­ლა მათ "ტოპ­ხუ­თე­ულს" წარ­მო­გიდ­გენთ.

ექი­მი სა­ხე­ლად - სიკ­ვ­დი­ლ
სე­რი­ულ მკვლელ­თა შო­რის რე­კორ­დ­ს­მე­ნად ბრი­ტა­ნე­ლი ჰა­როლდ
შიპ­მა­ნი ით­ვ­ლე­ბა, რო­მელ­საც "ე­ქი­მი-სიკ­ვ­დი­ლი" შე­არ­ქ­ვეს. 30 წლის სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე, შიპ­მან­მა 352 ადა­მი­ან­ზე მე­ტი მო­აკ­ვ­დი­ნა. ჰა­როლ­დი 1946 წლის 14 იან­ვარს, რე­ლი­გი­ურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლობ­და. 17 წლი­სას დე­და გარ­და­ეც­ვა­ლა. სწო­რედ მა­შინ გა­დაწყ­ვი­ტა, ექი­მი გამ­ხ­და­რი­ყო და ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. და­ქორ­წინ­და და ოთხი შვი­ლიც ეყო­ლა. ისე ჩან­და,
თით­ქოს, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო. მის რე­პუ­ტა­ცი­ას ჩრდი­ლი მხო­ლოდ 1974 წელს მი­ად­გა, რო­ცა ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ქურ­დო­ბა­ში ამ­ხი­ლეს. ჰა­როლ­დ­მა ამ საქ­მი­დან იოლად და­იძ­ვ­რი­ნა თა­ვი - 600 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი­ა­ნი ჯა­რი­მით. თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, სო­ლი­დურ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბის­თ­ვის გზა გა­და­ე­კე­ტა.
შიპ­მა­ნი ოჯახ­თან ერ­თად, მან­ჩეს­ტე­რის გა­რე­უ­ბან­ში, ჰა­იდ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კერ­ძო სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კა წა­მო­იწყო. მი­სი პა­ცი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლებ­საც სახ­ლ­ში აკითხავ­და. ის მარ­ტი­ვად, ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დებ­და: იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ჭი­რო იყო სის­ხ­ლის აღე­ბა ანა­ლი­ზის­თ­ვის ან ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლის გა­კე­თე­ბა, მსხვერპლს მორ­ფი­ნის სა­სიკ­ვ­დი­ლო დო­ზას უკე­თებ­და, შემ­დეგ კი, პა­ცი­ენ­ტის რე­აქ­ცი­ას მშვი­დად ადევ­ნებ­და თვალ­ყურს. საბ­რა­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფერს ეჭ­ვობ­დ­ნენ, ექიმს მად­ლო­ბას ღი­მი­ლით უხ­დიდ­ნენ და 5-6 წუთ­ში სი­ცოცხ­ლეს ემ­შ­ვი­დო­ბე­ბოდ­ნენ. ცი­ნიზ­მის მწვერ­ვა­ლი გახ­ლ­დათ ის, რომ შიპ­მა­ნი მსხვერ­პ­ლ­თა ნა­თე­სა­ვებს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად სამ­ძიმ­რის ბა­რა­თებს უგ­ზავ­ნი­და.
ჰა­როლ­დი მა­შინ გა­მო­აშ­კა­რავ­და, რო­ცა ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის - კეტ­ლინ გრან­დის ან­დერ­ძი გა­ა­ყალ­ბა, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე მო­აკ­ვ­დი­ნა. მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა არ ირ­წ­მუ­ნა, რომ დე­დამ მას არც ერ­თი პე­ნი არ და­უ­ტო­ვა და მთე­ლი ქო­ნე­ბა (350 ათა­სი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი) უბ­ნის ექიმ - შიპ­მანს უან­დერ­ძა. მან და­ამ­ტ­კი­ცა, რომ ან­დერ­ძი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. ამის მე­რე ექი­მით პო­ლი­ცია და­ინ­ტე­რეს­და. კრი­მი­ნა­ლის­ტ­თა მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გაცხად­და, რომ 25 წლის მან­ძილ­ზე ექიმ­მა "სა­მუ­და­მოდ მო­არ­ჩი­ნა" 41-დან 93 წლამ­დე ასა­კის 215 პა­ცი­ენ­ტი, სა­ი­და­ნაც 171 ქა­ლი და 44 მა­მა­კა­ცი იყო. შიპ­მა­ნის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ან­გა­რე­ბა და­სა­ხელ­და, რად­გან ის ამ ადა­მი­ან­თა ან­დერ­ძებს აყალ­ბებ­და. 2000 წლის იან­ვარ­ში, "ე­ქიმ-სიკ­ვ­დილს" 15-ჯერ მი­ე­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 1970-74 წწ-ში, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბი­სას, შიპ­მან­მა იმ ქვეყ­ნად 137 ადა­მი­ა­ნი გა­ამ­გ­ზავ­რა. ამ­გ­ვა­რად, მი­სი მსხვერ­პ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 352-მდე გა­ი­ზარ­და.
2004 წლის 13 იან­ვარს, 58 წლის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერ­თი დღით ად­რე, შიპ­მა­ნი ცი­ხის სა­კან­ში ჩა­მომ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს.

მხი­ა­რუ­ლი ჯე­ი­ნის შემ­ზა­რა­ვი ცდე­ბი
გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი იმ ქვეყ­ნად მა­სა­ჩუ­სეტ­სელ­მა ექ­თან­მა, ჯე­ინ ტო­პან­მა გა­ის­ტუმ­რა, რო­მელ­მაც 20 წლის მან­ძილ­ზე, მორ­ფი­ნი­თა და ატ­რო­პი­ნით 100 პა­ცი­ენ­ტი მოკ­ლა.

ჯე­ი­ნი ნა­ად­რე­ვად და­ობ­ლ­და და ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში გა­ი­ზარ­და. და­ამ­თავ­რა სა­ექ­თა­ნო სას­წავ­ლე­ბე­ლი; ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის სუ­ლი და გუ­ლი იყო და ამის გა­მო, სა­ხე­ლა­დაც მხი­ა­რუ­ლი ჯე­ი­ნი შე­არ­ქ­ვეს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი არ გა­უ­მარ­თ­ლა - საქ­მ­რომ პირ­და­პირ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ი­დან მი­ა­ტო­ვა. პა­ტა­რა ქა­ლაქ ლო­უ­ე­ლის მცხოვ­რებ­თათ­ვის ეს მოვ­ლე­ნა კარ­გა ხანს სა­ლა­პა­რა­კო თე­მა იყო. ამი­ტო­მაც, მხი­ა­რულ­მა ჯე­ინ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, წყე­ნა არა­ვის­თ­ვის ეპა­ტი­ე­ბი­ნა.
მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა და­უც­ველ ადა­მი­ან­თა მოვ­ლა იყო. ისი­ნი ვერც კი ხვდე­ბოდ­ნენ, რა პრე­პა­რა­ტე­ბი შეჰ­ყავ­და ექ­თანს ორ­გა­ნიზ­მ­ში. ამ დროს, მხი­ა­რუ­ლი მედ­და მათ­ზე ცდებს ატა­რებ­და. ჯე­ი­ნი მათ მორ­ფინ­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კებს უკე­თებ­და, შემ­დეგ კი ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ცი­ას. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?