"მამამ გვასწავლა ყოველი ცენტის ფასი" - დონალდ ტრამპის სექსუალური მეუღლე და ქალიშვილები - კვირის პალიტრა

"მამამ გვასწავლა ყოველი ცენტის ფასი" - დონალდ ტრამპის სექსუალური მეუღლე და ქალიშვილები

აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია არა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით, არამედ ლამაზი ოჯახითაც იამაყოს.

დონალდ ტრამპის ოჯახი მედიის ყურადღების ნაკლებობას ისედაც არ უჩიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, მისი ოჯახით საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა.

როგორც აღმოჩნდა, ამერიკელები სექსუალურ ფანტაზიებში წარმოიდგნენ არა ბარაკ ობამას მეუღლეს მიშელს, არც ჰილარი კლინტონის ქალიშვილს ჩელსის, არამედ ტრამპის ულამაზეს მეუღლესა და გოგონებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მილიარდერს მხარს უჭერდნენ მეუღლე მელანია და ორი ულამაზესი ქალიშვილი ივანკა და ტიფანი ტრამპები.

ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსის, დონალდ ტრაპმის ქალიშვილებსა და მეუღლეს ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და ლამაზ ქალბატონებად მიიჩნევენ.

ტრამპის მესამე მეუღლე, მელანია ტრამპი ყველასთვის ცნობილი სლოვენიელი ფოტომოდელია. მას არაერთხელ გაუხდია ცნობილი ჟურნალებისთვის, ხოლო ივანკა და ტიფანი ტრამპები ხშირად პოზირებენ ჟურნალებისთვის, რომელიც სპეციალურად მამაკაცებისთვისაა.

ივანკა სოციალურ ქსელში აქტივობითაც გამოირჩევა. მომხიბვლელი გოგონა დონალდს პირველ მეუღლესთან, ჩეხ მოდელ ივანა ზელნიჩკოვასთან შეეძინა.

როგორც ამბობენ, ტრამპს უფროსი გოგონა განსაკუთრებულად უყვარს, მაგრამ ივანკას თქმით: "მამამ გვასწავლა ყოველი ცენტის ფასიო". როგორც აღმოჩნდა, დონალდი გოგონას მხოლოდ სწავლას უფინანსებდა, ივანკა 16 წლიდან მუშაობდა და თავად ზრუნავდა ჯიბის ფულზე. ტრამპი კი ამაყობდა, რომ სამოდელო ბიზნესში შვილის სილამაზე სწორად შეაფასეს. ის დღესაც საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოდელია.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვინ არის სკანდალური განცხადებებით ცნობილი მილიარდერი ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ეკა გადახაბაძე