"იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა"
13-11-2016
"იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა"
1986 წლის 17 იან­ვარს, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ვა­სი­ლი კუ­ლი­კი, ირ­კუტ­ს­კის სა­ქა­ლა­ქო სად­გუ­რის სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ხა­ზო ექი­მი, მეტ­სა­ხე­ლად - "ირ­კუტ­ს­კე­ლი მონ­ს­ტ­რი".

იმ დღეს მას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. მა­ნი­ა­კის და­კა­ვე­ბას ხე­ლი შე­უწყო მზა­რე­ულ­მა - გა­ლი­ნა გო­რი­ა­კი­ნამ. სა­სა­დი­ლოს ფან­ჯ­რი­დან მან შე­ნიშ­ნა კა­ცი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ნა­ხევ­რად დან­გ­რე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბის­კენ მი­ათ­რევ­და. ბავ­შ­ვი მო­ძა­ლა­დეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­და. გა­ლი­ნამ ბუ­ფე­ტი­დან კი­დევ ორი ქა­ლი წა­იყ­ვა­ნა და ნა­გე­ბო­ბის­კენ წა­ვი­და. ქა­ლე­ბი იქ შემ­ზა­რა­ვი სცე­ნის მხილ­ველ­ნი გახ­დ­ნენ: კაცს ბავ­შ­ვი
გა­ე­გუ­და, მი­წა­ზე და­ეწ­ვი­ნა და მის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ცდი­ლობ­და. ქალების გან­წი­რულ ყვი­რილ­ზე ახ­ლომახ­ლო მყო­ფი ორი მა­მა­კა­ცი მი­ვი­და. მა­ნი­ა­კი გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ და­ი­ჭი­რეს და მი­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მი­სი ვი­ნა­ო­ბა გა­ირ­კ­ვა.

(იხილეთ ასევე: მორ­ფი­ნი­თ, ატ­რო­პი­ნით თუ მხუთავი გაზით საიქიოს გასტუმრებული პაციენტები)

სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი - ვა­სი­ლი კუ­ლი­კი სავ­სე­ბით
ნორ­მა­ლურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და: მა­მა - ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მწე­რა­ლი, დე­და - სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. თვით ვა­სი­ლი გა­რეგ­ნუ­ლად რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ჰყავ­და ცო­ლი და ორი შვი­ლი. სამ­სა­ხურ­ში მი­სი პი­რა­დი საქ­მე უამ­რა­ვი "მად­ლო­ბით" იყო სავ­სე. თუმ­ცა­ღა, ექი­მის ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რე და­უ­ო­კე­ბელ სექ­სუ­ა­ლურ მა­ნი­აკს ფა­რავ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­დან პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბის ში­შის გან­ც­დამ თა­ვი მო­ა­ბეზ­რა, მა­თი მოკ­ვ­ლაც და­იწყო.

1984 წელს, კუ­ლიკ­მა პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა: ის ქუ­ჩა­ში თა­ვის ძველ პა­ცი­ენტს - მო­ხუ­ცე­ბულ ქალ­ბა­ტონს შეხ­ვ­და და თა­ვი მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­დო. ქა­ლი სახ­ლ­ში მი­ა­ცი­ლა და ამი­ნა­ზი­ნის ორ­მა­გი დო­ზა გა­უ­კე­თა. ამან მსხვერ­პ­ლი მო­ა­დუ­ნა და ნა­ხევ­რად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. კუ­ლიკ­მა ქა­ლი ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ - მო­ახ­რ­ჩო. ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, მის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ად მო­ხუ­ცი ქა­ლე­ბის (რო­გორც წე­სი, 70 წელ­ზე ზე­მოთ) გა­ნად­გუ­რე­ბა იქ­ცა. რო­ცა "სას­წ­რა­ფო­თი" მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუც ქალ­ბა­ტო­ნებ­თან გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დი­ო­და, კუ­ლი­კი მათ მო­ნა­ცე­მებს უბის წიგ­ნაკ­ში ინიშ­ნავ­და. სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს ისევ მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, "მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და", წნე­ვის გა­ზომ­ვას და ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა­საც სთა­ვა­ზობ­და. შპრიცს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტით ავ­სებ­და. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის დად­გო­მის მე­რე, მათ აუპა­ტი­უ­რებ­და და კლავ­და. ში­გა­და­შიგ, მო­ხუ­ცებს ბავ­შ­ვებ­საც უნაც­ვ­ლებ­და. სულ, სის­ხ­ლი­ან ან­გა­რიშ­ზე 13 მსხვერ­პ­ლი იყო.

სა­სა­მარ­თ­ლომ კუ­ლიკს სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. დამ­ნა­შა­ვე ცდი­ლობ­და, თა­ვი ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლად წარ­მო­ედ­გი­ნა. შემ­დეგ, გაქ­ცე­ვაც სცა­და. ფი­ზი­კურ ფორ­მას ცი­ხე­შიც ინარ­ჩუ­ნებ­და - მუშ­ტებ­საც იღე­რებ­და და კუნ­თებ­საც ავარ­ჯი­შებ­და. ცდი­ლობ­და, რა­ი­მე იარა­ღი ჩა­ეგ­დო ხელ­ში. მას სა­მარ­თე­ბე­ლი და წვერ­გა­ლე­სი­ლი სახ­რახ­ნი­სიც უპო­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნა­ჩე­ნი 1988 წლის 11 აგ­ვის­ტოს აღ­ს­რულ­და.

სხვა­თა შო­რის, რა­რიგ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ვა­სი­ლი კუ­ლიკ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ის მა­ინც ექი­მი იყო და ბრა­ლის აღი­ა­რე­ბი­სას და­წე­რა: "სა­კუ­თარ თავს ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რა­დაც სრუ­ლი­ად ჯან­მ­რ­თე­ლად მი­ვიჩ­ნევ და მო­ვითხოვ, რომ ჩემ მი­მართ სას­ჯე­ლის უკი­დუ­რე­სი ფორ­მა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... ვთვლი, რომ იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან შე­თავ­სე­ბა­ზე..." (იხილეთ სრულად)
glaxuna
18 ნოემბერი 2016 15:06


რამდენი დამცველები ყოლია მუდამ მენტალურად ავადმყოდ ურუს-მონღლ ხალხს,აბაა ?!

აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ქართველთა ეთნოწმენდები მარსიანელებმა,რეპტილოიდებმა თუ ,,რომაელებმა,, განახორციელეს,აბა თუ დაგვიდასტურებთ ?!

ალბად მალე ამის მტკიცებასაც დაიწყებთ!
და როგოოოორ ?!

რუსეთში ,, წესრიგი და ოპერატიულობა,, არაა ?!

მიტომ არიან ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით თანამედროვე ეპოქაში 82-ე ადგილზე და მხოლოდ უპერსპექტივოდ,არაა ?!

თანაც ყველაზე დიდი ტერიტორიებით და ყველაზე მძლავრი ბუნებრივი რესურსებით ...

ოხხხ, ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ა ს როდესმე დაიწყებთ?!
და რუსულ პროპაგანდას გ ო ნ ი ე რ ე ბ ა ს დაუპირისპირებთ,ო დ ე ს მ ე ?!

ა რ ა მგონია,მაგრამ მაინც...
giorgi
16 ნოემბერი 2016 17:27
1917-იმდენი შენი სანათესაო მოგვიკითხე
truker
14 ნოემბერი 2016 01:12
რუაეთი უზარმაზარი ქვეყანაა.წესრიგიც და ოპერატიულობაც მეტია .ამიტომაა მეტი შემთხვევა დაფიქსირებული. თუ არა შე ოჯახაშენებულო იცი რამდენი ადამიანი იკარგება ამაზომში.აფრიკაში? თამ ერთ შრეში და არა თვეში.ათასობით.ზოგი შეჭმულიცაა .ასე რო რუსენს თუ ვერ იტან პრობლემა გაქვთ.

რედაქტორის რჩევით