ფანქრის ქანდაკებები - კვირის პალიტრა

ფანქრის ქანდაკებები

45 წლის ამერიკელი მოქანდაკე დალტონ გეთი 25 წელია ჩვეულებრივი ფანქრის გრაფიტის გულისგან მინიატიურულ ქანდაკებებს  ქმნის. საინტერესოა, რომ ის არც

ლუპას ხმარობს და არც სპეციალურ იარაღებს - მხოლოდ სამართებელსა და საკერავ ნემსს, თანაც კაშკაშა სინათლე სჭირდება.

სამაგიეროდ, მხედველობის შესანარჩუნებლად, დღეში საათ-ნახევარზე მეტს არ მუშაობს, ამიტომ ქანდაკების დასრულებას 2-3 წელს ანდომებს. მაგალითად, ელვის პრესლის "გამოთლას" 2,5 წელი დასჭირდა...