მარათონი "ტანჯულთათვის" - კვირის პალიტრა

მარათონი "ტანჯულთათვის"

"ქვიშის მარათონი" მსოფლიოში ყველაზე გრძელი და რთულია. მასში წელს  43 ქვეყნიდან, 16-დან 73 წლის ასაკამდე 1013 ადამიანი მონაწილეობს. მისი საერთო სიგრძე

254 კმ-ია, რაც 6-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ მარათონულ დისტანციას.

"ქვიშის მარათონი" ყოველწლიურად მაროკოში ეწყობა. მონაწილეებს ზურგით მხოლოდ საკვები მიაქვთ, წყალსა და დასასვენებელ კარვებს კი ორგანიზატორები ურიგებენ - თითოეულ "ტანჯულ" მონაწილეს დღეში 9 ლიტრი წყალი ერგება.