გამარჯვებულია ყველაზე ნორჩი "მის ბებრუხანა"
ატლანტიკ-სიტიში "მის ასაკოვანი ქალბატონის" გამოსავლენად კანდიდატები აშშ-ის უკლებლივ ყველა შტატიდან ჩავიდნენ - კონკურსი, ბუნებრივია, "ბიკინით დეფილეს"
არ ითვალისწინებს, მაგრამ უაღრესად პოპულარულია. მონაწილე 60 წელზე ნაკლები ასაკისა არ უნდა იყოს.
შეჯიბრება სამ დღეს გრძელდება და რამდენიმე "დისციპლინისგან" შედგება - "დიალოგის წარმართვა", "შინაგანი სილამაზე", "ტალანტების კონკურსი" (სიმღერასა და ცეკვაში), მაგრამ მთავარი "საღამოს კაბების დემონსტრირებაა". საბოლოოდ, მაინც ყველაზე "ნორჩმა" მონაწილემ გაიმარჯვა - 63 წლის ოლივია ჰეილიმ.