როგორ ტრიალებს, როგორ... ანუ როცა ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია
27-11-2016
როგორ ტრიალებს, როგორ... ანუ როცა ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია
"ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია", - ეს გამონათქვამი შესანიშნავად აღწერს მოდური ტენდენციების ციკლს. სტილი, რომელიც ოდესღაც თანამედროვედ და გაბედულად მიიჩნეოდა, დროსთან ერთად ძველდება, მაგრამ ათეულობით წლის შემდეგ ისევ ხდება მისი აღდგენა და გაცოცხლება.

ეს ხდება 15-20 წელში ერთხელ და ყოველთვის სხვადასხვა გზით, მაგრამ, როგორც წესი, განახლება მაინც ერთი კონკრეტული ეპოქითაა ხოლმე შთაგონებული. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სტილი უნდა შეიცვალოს ისე, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვეობას და არ იყოს ძველის ზუსტი კოპირება.
დიზაინერები ცდილობენ, იპოვონ სწორი გზა იმის, თუ როგორ შემოგვთავაზონ განახლებული ვერსიები და "ძველი, ახალი" ტენდენციები სწორი ფორმით დანერგონ დღევანდელი მოდის სამყაროში.



რა არის სტილის უპირატესობა?

სტილის გაგება უსაზღვროა და დამოკიდებულია გემოვნების ვარიაციაზე. როდესაც დიზაინერები განახლებაზე და სტილის შეცვლაზე იწყებენ ფიქრს, შთაგონებისთვის რა შეიძლება იყოს იმაზე
უკეთესი, ვიდრე სხვენი, სადაც წინაპრების გადანახული ნივთები გვეგულება.

ხშირად მოგვისმენია ფრაზა "ახალი სტილი", მაგრამ, დარწმუნებული ხართ, მის ინოვაციურობაში? რადგან თუ კარგად გამოვიკვლევთ, აუცილებლად ვიპოვით, მის ისტორიულ ანარეკლს. შთაგონების მთავარი წყარო ხომ სწორედ სიძველეშია, რის გამოც დიზაინერები ხშირად სტუმრობენ მუზეუმებსა და არქივებს...
მოდით, დავბრუნდეთ წარსულში - მოდის საწყის პერიოდში, როდესაც "სამოსს" ცხოველების ტყავისა და ბეწვისგან ქმნიდნენ. არის მასში რაღაც მარტივი და ამავდროულად სექსუალური. ძირითადად იყენებდნენ გარეულ ცხოველებსა თუ ქვეწარმავლებს. გველის ან ნიანგის ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი, ზებრის ტყავის ქამრები, ჟირაფის კაბები და ა.შ. ტყავის და ბეწვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დღესაც საკმაოდ მოდური და ტენდენციურია, თუმცა დროდადრო დიზაინის გარკვეული ცვლილებებით და მეტი დახვეწილობით.

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ათწლეულების განმავლობაში, მოდის ძირითადი მიმართულება მინიმალიზმი იყო, ანუ მაღალწელიანი და მოკლე ქვედაბოლოები, შორტები, ტოპები... 90-იანების მოდამ კი ამ მზრუნველობამოკლებულ სტილს ახალი საფეხური შესთავაზა.

დიზაინერებმა, მათ შორის: მარკ ჯაკობსმა და ალექსანდრე მაქ ქვინმა შთაგონების ახალი საწყისი შემოიტანეს ქუჩებში და განსხვავებული სტილის მოდელები დანერგეს. ნოვატორთა შორის იყო დოგ მარტინესი, რომელიც პირდაპირ შეყვარებული იყო მსუბუქი ქსოვილების წვრილბრეტელიან კაბებზე, რომელიც მეტ ქალურობას და სექსუალურობას მატებდა.


ქეით მოსის სტილი - თავისუფალის, კლასიკურის და სექსუალურის გასაოცარი შეხამებაა. ფართო ჯინსები და კლასიკური პიჯაკი - მსგავსი ჩაცმულობა დღესაც ხშირად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სტილი მიიჩნევა "გამართლებულად", თუ ის ხანგძლივი დროით რჩება და რაც მთავარია უნდა იყოს კომფორტული და სასიამოვნო. ჯინსი არის მოდის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ტენდენცია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები ვერ ერკვევიან მოდის ინდუსტრიაში, ტანისამოსის მორგებისას ის ყველაზე უსაფრთხო არჩევანია და ყოველთვის ინარჩუნებს წამყვან როლს, ამიტომ დიზაინერები მის მრავალფეროვან ვარიაციებს გვთავაზობენ.


90-იანი წლების მოდის აღორძინება 2016 წელს მოხდა. უამრავი სტილი და ტენდენცია, რომელიც პოპულარული იყო ადრეულ პერიოდში, ასეთივე წარმატებულია დღესაც. მაღალწელიანი ქვედაბოლო, მაისურზე ზემოდან გადაცმული წვრილბრეტელიანი სარაფანი, კისერზე მომდგარი ყელსაბამი, დიდი რგოლის საყურე, მუქი ფერის ტუჩსაცხები - ამ ყველაფერს ყოვედღიურობაში დღესაც ვხვდებით.

გულახდილად რომ ვთქვა, ცუდი არაფერია იმაში, რომ სტილის მოდერნიზაცია წარსულის შთაგონებით მოხდეს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეს არ არღვევდეს ამა თუ იმ ღირებულებას.

მაგალითად, თუნდაც მუსიკა ავიღოთ, იშვიათად ვისმენთ ამა თუ იმ კომპოზიციის ორიგინალ ვერსიას. ძირითადად შეცვლილი ქავერის ან გათანამედროვებული ძველის მოსმენა გვიწევს.



მუსიკა და მოდა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ადამიანები ხშირად ცდილობენ მიბაძონ თავიანთ კუმირებს ჩაცმულობითაც. ე.წ. სელებრითები ხომ ყოველთვის იყვნენ და რჩებიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სტილის ხატებად.


არსებობს ბევრი განახლებული ტენდენცია, რომელსაც დროდადრო ქმნიან. სამოსი, აქსესუარები, ვარცხნილობა... - სია უსასრულობანდე შეიძლება გავაგრძელოთ. წარმატების რეცეპტი კი წარსული ტრადიციებისა თუ ტენდენციების თანამედროვეობასთან სწორი ნაზავია. ზოგი მათგანი იმსახურებს აღდგენას და განახლებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი უმჯობესია თუ ისინი მოდის სასაფლაოზე დარჩებიან.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ მოდის ტენდენციების მიმდევრობას გარკვეული მიზეზების გამო, წარმატების რეცეპტად შეიძლება სისადავე მიიჩნიოთ. ჩაიცვათ კლასიკური, შავი ან სხვა სადა ფერის კაბა და უბრალოდ გაამდიდროთ შესაბამისი სამკაულით! სადა და კლასიკური ტრენდი ყოველთვის უსაფრთხო ფსონია.
ტენდენციების და მოდის ციკლის ამგვარი ცვალებადობა მოდის ინდუსტრიის ევოლუციური პროცესია, თუმცა დრო და დრო ჩნდებიან დიზაინერები, რომლებიც რევოლუციურ ნაბიჯს დგავენ, შესაბამისად, განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ მოდის ისტორიაში.

გვანცა ხაინდრავა (სპეციალურად საიტისთვის)


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით