"თუ თავს ყველაფრის უფლება მიეცი, მაშინ შენს ცხოვრებაში სიხარულიც ნაკლები იქნება" - ყველაზე უბრალო ჰოლივუდელი ვარსკვლავი
20-11-2016
"თუ თავს ყველაფრის უფლება მიეცი, მაშინ შენს ცხოვრებაში სიხარულიც ნაკლები იქნება" - ყველაზე უბრალო ჰოლივუდელი ვარსკვლავი
"დაარწმუნეთ თავი, რომ შეგიძლიათ იყოთ მებრძოლი. თუ რამე არ გამოდის, შეუძახეთ თავს - მერე რა, კიდევ ვცდი და არ გავჩრედები"!

ფოტოგალერეა

ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ტომ ჰენკსი ძალიან უბრალო ადამიანია. მას შეიძლება ნიუ ორკის ცენტრალურ პარკში ვარჯიშისას გადაეყაროთ, ამ ცოტა ხნის წინ,  მსგავსი რამ შეემთხვა ამერიკელ წყვილს ელიზაბეთსა და რაიანს. მათ ნიო-იორკის ცენტრალურ პარკში საქორწილო ფოტოსესია ჰქონდათ, როცა მოულოდნელად ტომ ჰენკსმა გვერდით ჩაირბინა - მსახიობი შეჩერდა და მათთან რამდენიმე ფოტოც
გადაიღო.

"ფოტოსესია გვქონდა, როცა გვერდით მორბენალმა მამაკაცმა მოულოდნელად სირბილი შეანელა, მოგვიახლოვდა, კეპი და სათვალე მოიხსნა და თქვა: "გამარჯობა, მე ტომ ჰენკსი ვარ და გილოცავთ" და სასიძოს ხელი ჩამოართვა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

ახალგაზრდებმა მსახიობი ხელისმოწერაზე მიიწვიეს, მაგრამ ტომმა უპასუხა,  - სამწუხაროდ, მთელი დღე გაწერილი მაქვსო და
იქვე გაიხუმრა: - თუ რეესტრში რამე გადაიდება, შემატყობინეთო.

მსახიობმა წყვილთან "სელფი" გადაიღო და "ინსტაგრამზე", "ტვიტერსა" და "ფეისბუკზე" თვითონვე ატვირთა.

საერთოდაც ჰენკსი საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში და "სელფებითაც" ანებივებს მეგობრებს თუ თაყვანისმცემლებს. ამ ცოტა ხნის წინ მსახიობმა ერთი უბრალო კაფეს მზარეულთან. სამზარეულოშივე გადაღებული, ფოტო გამოაქვეყნა სახუმარო წარწერით: "ვიღაც ხომ უნდა ამოწმებდეს სამაზრეულოს სისუფთავეს"! და იქვე დაწერა, რომ კაფეში უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.

ამბობენ, რომ ის ტომას ჯეფრი ჰენკსი მთლად აბრაამ ლინკოლნის შთამომავალია. ტომის მამა ადგილობრივ რესტორანში შეფ მზარეული იყო, დედა კი იმავე რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, სწორედ იქ შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. როცა ტომი 5 წლის გახდა, მშობლები ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ და კანონის მიხედვით, სამი ბავშვი მამასთან გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო ყველაზე პატარა - მომავალი მსახიობი დედასთან დარჩა და საცხოვრებლად ქალაქიდან ქალაქში გადასვლა ხშირად უწევდა.

ახლობლები იხსენებენ, რომ ჰენკსი განსხვავებული ბავშვი იყო, დიდ წილად ჩუმად ერჩივნა ყოფნა, თუმცა ყოველ სკოლაში, სადაც გადასვლა მოუწია, თეატრალურ წრეში ეწერებოდა და უკვე 12 წლის ასაკში ზუსტად იცოდა, რომ მომავალში მსახიობი იქნებოდა.

დროთა განმავლობაში, მშვიდმა ბავშვმა საზოგადოება საოცარი იუმორის გრძნობით და მსახიობური ნიჭით გააოცა, სკოლის დამთავრების შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მსახიობის ოსტატობას უნდა დაუფლებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტში ლექტორები მშრალი თეორიის გარდა ვერაფერს ასწავლიდნენ. ამიტომ უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, თეატრში დაიწყო თამაში და პირველი როლი ჩეხოვის ერთ-ერთ პიესაში შეასრულა, შემდეგ კი შექსპირის შემოქმედების ერთ-ერთი პერსონაჟის შემსრულებელიც გახდა.

მაშინ, როცა ირგვლივ დიდ ყურადღებას ცნობილი ოჯახების შვილებს ანიჭებდნენ, ტომმა თავის დამკვიდრება მაინც მოახერხა. ცოტა ხნის შემდეგ ის უნივერსიტეტიდან წამოვიდა და, შეყვარებულ სამანტა ლუისთან ერთად, თეატრალურ დასს შეუერდა. ისინი მალევე შეუღლდნენ და შვილიც შეეძინათ. ნიჭიერმა ბიჭმა კარიერაში წარმატებას საკმაოდ მალე მიაღწია. დროთა გამავლობაში ის ამჩნევდა, რომ ოჯახისგან ცალკე უწევდა ცხორება, მისი საყვარელი მეუღლე კი მხოლოდ მანქანასა და ახალ სამოსზე ანაც ცნობილ მეგობრებთან ერთად დროის გატარებაზე ფიქრობდა. ამის გამო ტომმა გადაწყვიტა მეუღლეს დაშორებოდა, რადგან მას გვერდით მხარდამჭერი სჭირდებოდა.
ტომი მეუღლესთან ერთად

1992 წელს ტომის რეჟისორული კარიერა დაიწყო, მაშინ, როცა ფილმი "მათი საკუთარი ლიგა" გადაიღეს. 1993 წელს კი ფილმ "ფილადელფიაში" შესრულებული როლის შემდეგ მან შეძლო კომიკური პერსონაჟიდან დრამატული პერსონაჟი ეთამაშა. ამ ფილმით ტომმა პირველი ოსკარი მოიპოვა. მთავარი წარმატება ჰენკსს ჯერ კიდევ წინ ელოდა. ფილმი "ფორესტ გამპი", რომელშიც იგი მთავარ როლს ასრულებს, 1994 წლის ნამდვილ სენსაციად იქცა. ამის შედეგ ტომმა უამრავ ფილმში ითამაშა, ის დღესაც მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სამანტასთან დაშორების შემდეგ, ის რიტა უილსონზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ: ჩესტერ მარლონი და ტრუმან თეოდორი. ამბობენ, რომ ტომი ერთგული და ყურადღებიანი მეუღლე და მამაა.


ტომ ჰენკსის ფრაზები:

"დაარწმუნეთ თავი, რომ შეგიძლიათ იყოთ მებრძოლი. თუ რამე არ გამოდის, შეუძახეთ თავს - მერე რა, კიდევ ვცდი და არ გავჩრედები"!

"თუ არ გაქვს არანაირი შეზღუდვა და თავს ყველაფრის უფლება მიეცი, მაშინ შენს ცხოვრებაში სიხარულიც ნაკლები იქნება"

"მსოფლიოში ყველაფერი ორობითი სისტემით არის მოწყობილი - რაიმე ან გამოგვდის, ან - არა. სამყარო მათემატიკის ენაზე გველაპარაკება".

იხილეთ ფოტოგალერეა

მომაზდა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით