"როგორ გადავურჩი სიკვდილით დასჯას 22 წლის შემდეგ"
27-11-2016
"როგორ გადავურჩი სიკვდილით დასჯას 22 წლის შემდეგ"
ნიკ იარისმა აშშ-ში სიკვდილმისჯილთა საპყრობილეში 22 წელი გაატარა. მას ბრალად ედებოდა ქალის მოკვლა და გაუპატიურება. მისი ისტორია ერთ-ერთი იმ უიშვიათესთაგანია, როცა მოხერხდა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა ამდენი ხნის შემდეგ, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა.

„ვფიქრობ, რომ 22 წელი სიკვდილმისჯილთა საკანში ყოფნამ, როგორც ადამანი, გადამარჩინა. ეს იყო ყველაზე დიდი თავგადასავალი და მე ეს რთული ეტაპი გადავლახე“, - ამბობს დღეს ნიკი.

ნიკი ფილადელფიის შტატის ერთ-ერთ გარეუბანში დაიბადა, ბავშვობისას ცუდი ამბავი შეემთხვა. შვიდი წლისას თავს
დაესხა მოზარდი ბიჭი, ნიკს თავში მძიმე საგანი ჩაარტყა და შემდეგ გააუპატიურა, ბავშვმა ეს მშობლებს არ გაუმხილა, თუმცა მომხდარმა მასზე დიდი გავლენა იქონია. იმდენად დიდი იყო ფსიქიკური ტრამვა, რომ მან მალე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება დაიწყო. მალე დააკავეს კიდეც...

„სასოწარკვეთილი ბავშვი ვიყავი, რომელმაც არ იცოდა როგორ
დაეღწია თავი ციხისთვის“, - ამბობს ნიკი, რომელმაც ციხიდან თავის დასაღწევად გადაწყვიტა, ისტორია შეეთხზა.

სასამართლო პროცესამდე, როცა ის დაკვირვების ქვეშ იყო, მოიგონა ისტორია, თითქოს იცოდა თუ ვინ მოკლა ლინდა მეი კრეიგი, რომლის შესახებაც მას მხოლოდ გაზეთში ჰქონდა წაკითხული. თქვა, რომ მკვლელი იყო კაცი, რომელიც ადრე მცირე ხნით მასთან ერთად ცხოვრობდა და დარწმუნებული იყო რომ გარდაიცვალა.

ნიკის ყოფილი მეზობელი ცოცხალი აღმოჩნდა. მას მყარი ალიბი ჰქონდა, შედეგად ნიკი უცნობი ქალის მკვლელობაში დაადანაშაულეს, ხოლო 1982 წელს სასჯელი დაუმძიმდა და მას ქალის გაუპატიურებაც დასდეს ბრალად... ის სიკვდილმსჯილთა ციხეში გაგზავნეს.

პენსილვანიის ციხეში ყოფნისას, მისი მთავარი ნივთები წიგნები, საწერ-კალამი,  კანონთა კრებული და პატარა რადიო იყო. ნიკს უფლება ჰქონდა დღეში 30 წუთი საკანში ევარჯიშა.

1988 წელს აშშ-ში ის იყო პირველი სიკვდილმისჯილი პატიმარი, რომელმაც დნმ-ს ანალიზის ჩატარება მოითხოვა.

„2002 წელს უკვე მზად ვიყავი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისთვის, როცა მოსამართლემ გადაწყვიტა, დნმ-ს ანალიზის ჩატარება. აღმოჩნდა, რომ ლინდას ნივთებზე, რომლის მოკვლა და გაუპატიურებაც მე მბრალდებოდა, ორი უცნობი მამაკაცის დნმ იყო და მათგან ჩემსას არცერთი არ დაემთხვა.“

ნიკის დაკარგული წლების ანაზღაურება სახელმწიფომ თანხით სცადა, ხოლო ლინდას ნამდვილი მკვლელი ვერ იპოვეს.

"ციხიდან გამოსულს დედა დამხვდა, რომელმაც დამლოცა და მითხრა, რომ ქალების მიმართ თავაზიანი უნდა ვიყო, თორემ მთელი ეს დრო ტყუილად დაკარგულად ჩაითვლება".

როგორც ნიკი ამბობს, საზოგადოება მას სრულიად შეცვლილი დახვდა და რომ ახლა ყველას შეუძლია საკუთარი აზრი საჯაროდ გამოხატოს.

„ჩემი პატიმრობა ძველ ფილმს გავს, რომელიც მაშინებდა, ახლა კი აღარ მანაღვლებს“, - ამბობს ის.

როგორც ცნობილია, პატიმრობაში ყოფნისას ნიკს ერთხელაც არ უღიარებია დანაშუალი, რომელიც როგორც აღოჩნდა, მას მართლაც არ ჩაუდენია. როგორც ყოფილი პატიმარი ყვება, პატიმრობაში ხშირად სცემდნენ ბადრაგები და საკანშიც მარტოს უწევდა ყოფნა.

„ყველაზე რთულია, როცა სხვები ტკივილს გაყენებენ, შენ მოახერხო და მაინც ძლიერი დარჩე“. ის მთელი ამ დროის განმავლობაში კითხულობდა და სწავლობდა კანონებს, ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას, ცდილობდა იმაზე უკეთესი გამხდარიყო, ვიდრე იყო, თუმცა როგორც თავად ამბობს, სჯეროდა რომ სიკვდილით დასჯიდნენ და სწორედ ამისთვის ემზადებოდა.

ყოფილმა პატიმარმა წერაც დაიწყო, წიგნს "The Fear of 13" ჰქვია. ამბობს, რომ ციხემ მისცა საშუალება იმაზე მეტი გაეგო საკუთარ თავზეც და სამყაროზეც, ვიდრე მანამდე იცოდა და გარკვეულწილად, გადაარჩინა კიდეც...


(წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ
ნიკოლოზი
30 ნოემბერი 2016 16:45
დათოს კომენტარზე ვიცინე. მე არ მივაქციე ყურადღება 5 ნომერს.
temo
30 ნოემბერი 2016 14:27
სიმართლე ყოველთვის იპოვნის თავის გზას, ეს შემთხვევა ამ გამონათქვამის მათელი მაგალითია უფალთან მართალი იყო მთავარია
ლილი
30 ნოემბერი 2016 10:15
სიცოცხლის მთავარი წლები მოპარეს და ეს, რამ უნდა აუნაზღაუროს.თან ცემა-ტყეპაში გატარებული. მაგის ბედიც ეგ იყო. ვინ იცის, წინა ცხოვრებაში რა ჰქონდა ჩადენილი,რისთვის მიეზღო ეს ტანჯვა.შემთხვევით ხომ არაფერი ხდება.

რედაქტორის რჩევით