ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა - 90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა (+ ფოტოგალერეა)
25-11-2016
ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა - 90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა (+ ფოტოგალერეა)
მე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვი ვარ, იმ ეპოქის, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველას ერთნაირად გვციოდა, გვშიოდა, გვიხაროდა თუ გვწყინდა...

ერთნაირი მოუთმენლობით ველოდებოდით შუქს და მხიარული შეძახილებით ვატყობინებდით ერთმანეთს მის მოსვლას. ყველას გვახსოვს აკუმულატორებზე შეერთებული ტელევიზორები და საყვარელი სერიალების: "კასანდრას", "ველური გულის" და ა.შ. ყურება, რომელიც ახლო და შორეულ მეზობლებს, დიდსა და პატარას ერთ-ერთ ოჯახში გვიყრიდა თავს და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, მთავარი გმირების სიხარულსა თუ მწუხარებას მთელი სიმძაფრით განგვაცდევინებდა.

სერიალის
დასრულების შემდეგ, დამჯდარი აკუმულატორები გვატყობინებდა, რომ გაკვეთილების სწავლის დრო იყო და მის მბჟუტავ სინათლეს უკვე ნავთის ლამპისა თუ პარაფინის სანთლის შუქი და "სურნელი" ცვლიდა.

ყველაზე საყვარელი გართობა კი ხელის კომპიუტერით "ტეტრისის" თამაში და "ტურბოს" საღეჭ რეზინას მოყოლილი საოცნებო მანქანის ფოტოების შეგროვება იყო. მაშინ, როცა უშუქობაში
ბევრს ნუგბარი ენატრებოდა, ყველას უყვარდა წყალში გასახსნელი ფხვნილი "ზუკო", რომელიც ხილის წვენის ილუზიას გვიქმნიდა...
"კერასინკის" ნავთის სუნით გაჟღენთილი წლები, დღეს მაინც ტკბილად მახსენდება, რომელთაც დაახლოებით დამწვარი შაქრის გემო აქვს, სწორედ ისეთი, როგორიც იმჟამინდელ "მამალოს" ჰქონდა, რომელიც სამყაროში ყველაზე დიდი გემრიელობა გვეგონა...

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტოგალერეაში გამოყენებული ფოტოების ნაწილი აღებულია "ფეისბუკგვერდიდან" - "თბილისი იყო ურთიერთობა"

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)







ანა
13 მარტი 2018 13:26
მაშინ უფრო ადამიანური ურთიერთობა არსებობდა , ერთმანეთს პატივს სცემდნენ , როგორც ნათქვამია ერთ თხილის გულს იყოფდნენ .
რაც სამწუხაროდ აღარ არსებობს .
Lela
15 სექტემბერი 2017 00:23
Mashin bavshvebi ketil multfilmebz da filmebze izrdebodnen da met siketes da sitbos gasce.dnen ertmanetis mimart axla ki sashinelebebs uyureben.agresia,ertmanetis dacinva,gineba ,bavshvoba titqmis ar aqvt.ar ician ra aris ezoshi eryad tamashi yvela kompiuterebshia shemzvrali.eqimebs ar qondat amdeni apatatebi da tavianti codnit yvekafers mshvenivrad artmevdnen tavs da ufaso iyo mkurnalobac da operaciebic.axla ku eqimtan rom mixval atasnair gamokvlevaze gishvebs da aparatebit gamokvkeul shedegzec ver endobi eqimis danishnulebas.ra tqma unda yvelas ar exeba.mokled me menatreba is dro.yvelaferi saativit iyo acyobili.adamiani adamianobda
დათო
25 აპრილი 2017 12:55
უშუქობა და ნავთის სუნი იმ ვითომ დფამოუკიდებლობისკენ ლტოლვამ მოიტანა , მანამის კი ვიყავით ნამდვილ კომუნიზმში, დენიც, წყალიც და გათბობაც ყოველთვი და რაც მთავარია თითქმის უფასოდ გვქონდა, აი ის 90-იანი წლები კი იმ არეულობების პროდუქტია რასაც ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ვეძახით, რა სხვა რესპუბლიკებმა ვერ მოიპოვეს ის რაც ჩვენ თუ ჩვენ მათზე უკეთესად ვცხოვრობთ, რატო მათთან არ იყო ის უბედურება რაც ჩვენთან იყო 90-ნში და მის შემდეგ. აი ასე, დიდება კომუნისტურ ეპოქას, საწყენის, რომ ისეთ ცხოვრებას ვეღარასოდეს დავიბრუნებთ.

რედაქტორის რჩევით