"ჩემზე ამბობენ, ეს ქალი კი არ ბერდება, პირიქით, ახალგაზრდავდებაო - ეს ჩემი მაგიის დამსახურებაა"
29-11-2016
"ჩემზე ამბობენ, ეს ქალი კი არ ბერდება, პირიქით, ახალგაზრდავდებაო - ეს ჩემი მაგიის დამსახურებაა"
"ჩვენში ქალები ზოგჯერ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ შეგიძლია გამოიცნო - ცხვირის ოპერაცია რომელმა ექიმმა გაუკეთა და ტუჩის - რომელმა..."

"ხალხი ფსიქოლოგიური გადაჩეხვის ზღვარზეა, არ ვიცი, რამ შეიძლება გამოგვაფხიზლოს და მოგვიყვანოს აზრზე"


ფოტოგალერეა

როგორც წესი, ქალს ასაკს არ ეკითხებიან, ამიტომ ინტერვიუს ჩაწერის დროს არც მე მიკითხავს მსახიობ ია ფარულავასთვის ასაკი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის ყველა დროის ულამაზესი და მიმზიდელი ქალბატონი იყო და დღესაც მასზე უმცროს ქალბატონთან შედარებით, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.
როგორ უვლის მსახიობი სახეს, სხეულს და თმას, რომ მუდმივად მომხიბვლელი იყოს, ამაზე თავად გიამბობთ:

- უპირველესად, ქალი უნდა იყოს მოვლილი და ჰქონდეს შარმი, რასაც მე კლასსაც ვეძახი, რაც გულისხმობს შინაგან კულტურას, განსაკუთრებულ ნაპერწკალს, რასაც ჩვენი ქალები, სამწუხაროდ, ნელ - ნელა კარგავენ. თუ ქალი მოვლილია და ეს
შარმი აქვს, განსაკუთრებულად ლამაზი რომც არ იყოს, უკვე კარგად გამოიყურება.

- როდესც თქვენს ადრინდელ ფოტოებს ვუყურებ იმ პატარა გოგოს და ახლანდელ იას თითქოს შორის დიდი სხვაობა არც არის, თვალებში ისევ ის ნაპერწკალი გაქვთ...

- კი, შინაგანი ნაპერწკალი მაქვს და ეს თანდაყოლილი გენეტიკური ნიშან-თვისება. გარსია ლორკას აქვს ნახსენები სიტყვა დუენდე - შინაგანი ცეცხლი, რომელიც აქვთ ფლამენკოს მოცეკვავეებს. ფლამენკოს მოცეკვავე, რაც უფრო ასაკშია, მით უფრო ცეცხლოვანია მისი ცეკვა, ახალგაზრდის ცეკვა და დაუღვინებელია, იცით, რატომ? - ასაკოვან ქალბატონს უკვე გამოვლილი აქვს ცხოვრება და დუენდე - შინაგანი ნაპერწკალი არა მხოლოდ შენარჩუნებული, აგიზგიზებული აქვს.

- რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა, რომ ის ნაპერწკალი, რომელზეც თქვენ საუბრობთ შინაგანად მუდმივად ჰქონდეს?
- იმისათვის, რომ ეს ნაპერწკალი ქალში აგიზგიზდეს, ამაზე თვითონ უნდა იზრუნოს. ნაპერწკალს ვერავისთან ურთიერთობა ვერ ააგიზგიზებს, ვერც შეყვარებულობა, ვერც მაგარი სექსი და ა.შ. მოგცემთ დუენდეს. ამას შენ თვითონ უნდა აღვივებდე ქალი. მე ამას უკვე 20 წელია ვაღვივებ. ჩემ წიგნში მაქვს აღწერილი ეს ყველაფერი, მაგრამ, თავის დროზე არავინ, რომ არ მოისურვა წაკითხვა, ახლა ამას თავზე არავის მოვახვევ, იყოს ეს ჩემი პატარა საიდუმლო. მე ვფლობ ასე ვთქვათ მაგიის რაღაც ელემენტებს, რომელსაც შეუძლია ეს გააძლიეროს და ჩააქროს. მაგიის ელემენტები არის სამსახიობო ელემენტებიც, იმიტომ რომ მსახიობობა და გარდასახვა მაგიის ერთერთი ფორმაა. ჩემზე ფიქრობენ ეს ქალი კი არ ბერდება, პირიქით ახალგაზრდავდებაო - ეს ჩემი მაგიაა.


- რა პროცედურებს იტარებთ სახეზე და სხეულზე, რომ ფორმაში იყოთ?

- ეს ჩემთვის სამსახურივითაა, კვირაში ორჯერ ვუვლი სხეულსა და სახეს. ვიტარებ სხვადასხვა პროცედურებს: სახის კანის წმენდა დიდლოუს აპარატით, სხვადასხვა სახის ნიღბები, ბოტოქსი - 6 თვეში ერთხელ, სახის დაუთავება, რასაც ტრიაქტივი ჰქვია, კოლაგენის ნიღბები, ფრაქციული გაახალგაზრდავება, სახის კანის მოწვა, რომელსაც ამ დღეებში ვგეგმავ და ა.შ.

ქალბატონების უმეტესობას, ვისაც სამსახური აქვს და ოდნავ მაინც უნდათ, რომ საკუთარ თავს მიხედონ, შეძლებენ და გაწვდებიან ამ პროცედურებს აუცილებლად. სახეს სულ ვუვლი, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ერთ-ერთი ძლიერი იარაღი, რომლითაც ვამაყობ და რომელიც, ხალხს მოწონს. სამწუხაროდ, დიეტას ვერასდროს ვიცავ, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც მოვახერხე და წონაში დავიკელი, იმის ხარჯზე, რომ ძალიან ცოტას ვჭამ, ფაქტობრივად, სულ მშია. შაქარს საერთოდ არ ვიღებ, რადგან არის საშიშროება, რომ გამიჩნდეს სამომავლოდ დიაბეტი, რასაც სერიოზულად ვუყურებ და ვმკურნალობ. გარეგნულად შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყურები, მაგრამ ერთ-ორ წამალს უკვე კარგა ხანია ვსვავ.

- თბილისში ყველა ერთნაირად გამოიყურება. - ეთანხმებით ამ ფრაზას?
- კი, იმიტომ, რომ ყველას ერთნაირი ცხვირის ოპერაციაა აქვს გაკეთებული, ერთნაირი ტუჩი აქვთ, ყვრიმალებიც და უკვე აიზილა სიტუაცია, ერთმანეთს ემსგავსებიან. ქალმა უნდა შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა. ნუ დაემსგავსებიან ერთნაირად გამომცხვარ ორცხობილებს.
ჩვენში ქალები ზოგჯერ ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ შეგიძლია გამოიცნო - ცხვირის ოპერაცია რომელმა ექიმმა გაუკეთა და ტუჩის - რომელმა... ქალებს ვურჩევ მუდმვად შეიქმნან კარგი განწყობა, თუ გულში განწყობა არ არის, რა მნიშვნელობა აქვს რას ჩაიცმევ. ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის არის ჯანსაღი ფსიქიკა. ძალიან ბევრს აქვს პანიკური შეტევები, დეპრესია, ამიტომ ეს დუენდე თუ იქნება აგიზგიზებული, დამერწმუნეთ, არცერთი დეპრესია არ მოგეკარებათ.

- "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერეთ, რომ არ გამორიცხავთ მომავალში ამერიკაში ან რუსეთში წახვიდეთ...

- არ ვიცი, სად წავალ. ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ვგეგმავ, საიდანაც მექნება საინტერესო შემოთავაზება და მომეცემა პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, მეც იქ ვიქნები. გიორგი ჟდანოვის მეთოდი ძალიან უყვართ რუსეთში, მე ვარ ამ მეთოდის გამგრძელებელი, მაგრამ საქართველოში ეს არავის აინტერესებს.
ამ წლების განმავლობაში, საქართველოში არაფერი შეცვლილა, ძველებურად დამყაყებული მდგომარეობა გვაქვს ყველგან და ყველაფერში. როდესაც შვილიშვილები თავიანთ ბებიას ეღლაბუცებიან და მერე ვიდეოს ინტერნეტით ავრცელებენ, ეს აჩვენებს, რომ რეგრესის გზას ვადგავართ. ხალხი ფსიქოლოგიური გადაჩეხვის ზღვარზეა, არ ვიცი, რამ შეიძლება გამოგვაფხიზლოს და მოგვიყვანოს აზრზე.

წაიკითხეთ ასევე: "ამას წინათ პატრიარქმა მითხრა, მინდა, ისეთი გახდე, როგორიც მაშინ იყავიო..." - ია ფარულავას ცხოვრების პალიტრა


იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)

lika
03 აგვისტო 2017 06:42
მე მაგალიტად ქალბატონი ია ახლა უფრო მომწონს ,ვიდრე დავუშვატ ოცი წლის რომ იყო, დGეს ბევრად ლამაზია და მომხიბლელი, ლამაზად დაქალებული და ცეცხლოვანი
temo
09 დეკემბერი 2016 09:30
ია რომ გაგვეგზავნა კოჩეროვას მაგივრად აჯობებდა
ბოღმისაგან გულგასიებული:)
02 დეკემბერი 2016 17:17
შენზე სხვა რამე-რუმეებსაც ამბობენ :))) ისე გივია სიხარულიძემ პირში გითხრა ტელევიზიით რაცხა-რაცხეები:)) ახალგაზრდავდები არა ხახვი:)) კარგი რა იაკო რით ვეღარ დაიღალე :)))

რედაქტორის რჩევით