"ვიქტორია, წადი შორს, რამდენადაც შეძლებ..." - ულამაზესი გოგონა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"ვიქტორია, წადი შორს, რამდენადაც შეძლებ..." - ულამაზესი გოგონა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს (+ ფოტოგალერეა)

ფოტოგალერეა

20 დეკემბერს, ვაშინგტონში „მის მსოფლიოს“ რიგით 66-ე ცერემონია გაიმართება. კონკურსზე საქართველოს 21 წლის მოდელი, ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. „მის მსოფლიოს“ ტიტულისთვის წელს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

მოდელი ვიქტორია კოჩეროვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტია. 21 წლის მოდელს ხშირად ადარებენ ცნობილ მოდელს ირინა შეიკს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, თუ ვინ წარადგენდა საქართველოს ვაშინგტონში, ლამაზმანის შესახებ რუსულ მედიაში სტატიები გაჩნდა. როგორც ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოში თურმე უკმაყოფილოები არიან იმით, რომ კონკურსზე საქართველოს უკრაინული წარმოშობის მოდელი ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. თუმცა საქართველოსთვის ეს სრულიად უმნიშვნელო რამაა და ამაზე ყურადღებას არც არავინ ამახვილებს, ვიქტორიას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ!

ულამაზესი გოგონა თბილისელია, ჰყავს ტყუპისცალი და - სოფია. ადრეული ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სპორტით, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კოჩეროვა ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

სილამაზის კონკურსის ვებგვერდზე ვიქტორია საკუთარ თავზე წერს: "ვარ შრომისმოყვარე, ოპტიმისტი და ბოლომდე ვიხარჯები იმ საქმისთვის, რითიც დაკავებული ვარ. მსურს დიპლომატი გავხდე და მთელ მსოფლიოში ადამიანებს დავეხმარო ურთიერთობების მოგვარებაში. ყველაზე დიდი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობისას მივიღე. ჩემი პერსონალური დევიზია: "წადი შორს, რამდენადაც შეძლებ და მომავალს დაინახავ!"

"მის მსოფლიოს" ოფიციალურ ვებგვერდზევე მიმდინარეობს კონკურსის მონაწილეებისთვის  ხმის მიცემა ონლაინრეჟიმში. ხმების რაოდენობით სწორედ ჩვენი ვიქტორია ლიდერობს. მას 190 000-ზე მეტი ხმა აქვს.

2015 წელს ის „ვიცე მის საქართველო“ გახდა. ვიქტორია საქართველოს მსოფლიოს წინაშე „მარიონელას“ წითელ კაბაში წარადგენს.

„მის მსოფლიო ყველა დანარჩენი კონკურსანტებისგან, შინაგანი ქარიზმით და ინტელექტით უნდა გამოირჩეოდეს“.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე