ჩარლზის "ანგელოზები" - ამ ქალებს პრინცესა დაიანას ადგილის დაკავება შეეძლოთ - კვირის პალიტრა

ჩარლზის "ანგელოზები" - ამ ქალებს პრინცესა დაიანას ადგილის დაკავება შეეძლოთ

ფოტოგალერეა

პრინც ჩარლზის სატრფოები

პრინცი ჩარლზი ამ ქვეყანას 1948 წლის 14 ნოემბერს მოევლინა. ტახტის მემკვიდრეს სახელი იქიდან გამომდინარე შეურჩიეს, რომ ბრიტანეთის ტახტზე უკვე სამი ასწლეულის განმავლობაში არც ერთი ჩარლზი არ მჯდარა. ბავშვობაში პრინცს მშობლებისგან სათანადო სითბო და მზრუნველობა არ მიუღია, სკოლაში კი ხშირად დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. თუმცა ჩარლზი სუსტ "დედიკოს ბიჭად" მაინც არ ჩამოყალიბებულა: სამხედრო სამსახურს მიჰყვა და არც ქალების ყურადღება დაჰკლებია. 10 ქალი, რომლებთანაც პრინცი ჩარლზი პირადი ცხოვრების აწყობას გეგმავდა:

კამილა პარკერ-ბოულზი

1970 წელს ჩარლზი შეხვდა ქალს, რომელიც დღესაც უყვარს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სიყვარულის გამო არ აეწყო მას ურთიერთობები სხვა ქალებთან.

ლედი ამანდა ელინგუორთი

ამანდა პირველი ქალი იყო, ვისაც ჩარლზმა ხელი სთხოვა, თუმცა არა საკუთარი, არამედ ელისაბედ მეორის სურვილით. ამანდამ და ჩარლზმა უიკენდი ერთად გაატარეს, რის შემდეგაც ქალი მიხვდა, რომ პრინცი სულაც არ იყო მისი რჩეული, ამიტომ ცოლად გაყოლაზე უარი უთხრა.

დაიანა სპენსერი

დაიანასთან ჩარლზის ნიშნობის შესახებ სამეფო კარმა 1981 წელს გამოაცხადა. წყვილმა მდიდრული ქორწილი გადაიხადა, 11 წლის შემდეგ კი გაიყარნენ, თუმცა ოფიციალურად განქორწინება მხოლოდ 1996 წელს გაფორმდა. დაიანა ერთადერთი ქალი იყო, ვინც ჩარლზს ორი ტახტის მემკვიდრე აჩუქა.

ანა ოუთსი

ის პრინცის ბოლო რჩეული იყო პრინცესა დაიანამდე. თუმცა, ანა ჩიოდა, რომ ცხოვრებაში ისე ცუდად არავინ მოჰქცევია, როგორც ჩარლზი.

მის როზა უესთეი

1973 წლის შემოდგომით ჩარლზი უბრალო პოლკოვნიკის ქალიშვილს, როზას ხვდებოდა. ამ ურთიერთობებს სიყვარულიც არ ერქვა - პრინცმა მასთან რომანი მოწყენილობისა და მარტოსულობის გამო გააბა.

ლედი ჯეინ უელისლეიბი

სასიამოვნო გარეგნობამ და კარგმა გვარიშვილობამ ჯეინს აფიქრებინა, რომ უპრობლემოდ მიიღებდა პრინცესის ტიტულს, თუმცა ჩარლზთან მისი ურთიერთობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. ამის შემდეგ ჯეინმა არათუ ტიტულოვან პირზე, უბრალო მოკვდავზე გათხოვებაც კი ვერ შეძლო.

ლედი ჯორჯიანა ბუთბი

ჯორჯიანა განათლებით ფსიქოთერაპევტი იყო და ეტყობა, სწორედ ამით მიიზიდა ტახტის მემკვიდრე: ვის არ უნდა გვერდში ჰყავდეს ადამიანი, რომელიც მოუსმენს და სულიერი ჭრილობების მოშუშებაში დაეხმარება?

დავინა მორლეი

ეს ტიტულოვანი ქალბატონი პრინცის სატრფოებიდან ყველაზე მშვენიერი იყო. დავინა კინაღამ პრინცესა გახდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება.

და კვლავ კამილა...

ეს მართლაც ჭეშმარიტი სიყვარულია - 35 წლის განმავლობაში ისინი განშორების ტკივილს ითმენდნენ, რათა შემდგომ კვლავ შეერთებულიყვნენ. რამდენიც უნდა ილაპარაკონ კამილას ცბიერებაზე, არსებობს ფაქტები, რომლებიც მეტყველებს, რომ კამილა სულაც არ არის აფთარი: მართალია, მან აწ გარდაცვლილი დაიანას ყველა ტიტული მიიღო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოუყენებია. პარკერ-ბოულზი მუდამ პრინცის ჩრდილშია, მაგრამ არც გულხელდაკრეფილი ზის - ქველმოქმედებას ეწევა და უკვე 90 ფონდი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა