უცნობი საბჭოთა ავტომანქანები
21-12-2016
უცნობი საბჭოთა ავტომანქანები
საბჭოთა და რუსულ ავტომობილებს ყველა კარგად იცნობთ, მაგრამ კონკრეტულად ამ ეგზემპლარებზე ბევრს წარმოდგენა არ აქვს.
გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ 10 ისეთი ავტომობილი, რომელთა სერიულ წარმოებაზე რუსები სერიოზულად ფიქრობდნენ. ეს გახლავთ 10 კონცეპტუალური მოდელი, რომელთა უმეტესობის მხოლოდ თითო ეგზემპლარი არსებობს.

1. АЗЛК-2144 "Истра" (1988).


ეს არის АЗЛК-ის ქარხნის მიერ 1988 წელს წარმოებული ავტომობილი, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარადაა წარმოდგენილი, სერიულ წარმოებაში კი არასდროს ჩაშვებულა. როგორც ფოტოზეც ხედავთ, მანქანას არ აქვს ცენტრალური საყრდენი. აქვს ორი გრძელი
კარი, რომლებიც ვერტიკალურად, ზემოთ იღება. სხვათა შორის, ამ მანქანას ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

2. ВАЗ-2106 "Турист" (1976).


ეს კი ვაზ 2106-ის ბაზაზე შექმნილი პიკაპია. პერსპექტივაში (მხოლოდ პერსპექტივაში) მას სრული ამძრაობაც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ქარხნის დირექციამ ეს კონცეპტი პირველივე ნახვის შემდეგ დაიწუნა.

3. МАЗ 2000 "Перестройка"
(1988).


ეს გახლავთ 1988 წელს, რუსების მიერ პარიზის ავტოშოუზე წარდგენილი სატვირთო ავტომობილი "მაზ პერესტროიკა", რომელსაც ხსენებულ გამოფენაზე სულაც არ ჰქონდა უარყოფითი გამოხმაურება, მაგრამ რუსებმა სერიული წარმოება მაინც არ (ან, ალბათ უფრო ვერ) დაიწყეს.

4. ВАЗ-2103 "Универсал" (1976).

ვაზ 2103 საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი იყო და, როგორც ხედავთ, რუსებს მისი კომბი-ვერსიის გამოშვებაზეც სერიოზულად უფიქრიათ. ამ იდეის მიზანი უფრო ევროპის ბაზარი იყო. შეიქმნა სულ სამი ეგზემპლარი, სერიული წარმოება კი არასდროს დაწყებულა.

5. ЗИС-Спорт (1939).

ეს კი სპორტული ავტომობილის შექმნის მცდელობაა, თანაც, 1939 წელს. შეიქმნა ЗИС-ის ქარხანაში, ЗИС-101-ის შასიზე. (გაგრძელება)
გიგილო
22 დეკემბერი 2016 13:37
კაცო, მოაშორეთ-მეთქი ეს ჯართი აქედან.
არ შაჭამეს ტვინი???

რედაქტორის რჩევით