"ვიღაც ვირტუოზია! - ჩვენი დროის არსენ ლუპანიო" - როგორ მოიპარეს 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობა პარიზში?
"ვიღაც ვირტუოზია! - ჩვენი დროის არსენ ლუპანიო" - როგორ მოიპარეს 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობა პარიზში?
მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე მეტად საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ პარიზში, სიუველირო სახლიდან მართლაც საიუველერო ოსტატობით ჩადენილ ქურდობას შეეხება:

"ორი დღეა რაღაც მინდა მოგიყვეთ ფრანგული კრიმინალური ქრონიკიდან, მაგრამ მას შემდეგ, რაც იმ ბიჭმა რ2-ის გენდირექტორს პატარა "შარლი ებდო" მოუწყო, სიტყვა ვერ ჩავაგდე  "ფეისბუკზე" - ყველა ამაზე ლაპარაკობდა, პატარა იესოც კი დაავიწყდათ. შობის მოლოცვაც ვერ მოვასწარი. ან ვისთვის მიმელოცა, ყველა ილანძღებოდა!

არა და ნამდვილი 60-70 იანი
You must have Flash Player installed in order to see this player.
წლების ფრანგული პოლიციური ფილის სცენარივით ამბავია: რამდენიმე დღის წინ, პარიზში, ერთ ცნობილ
საიუველირო სახლს (სახელი არ გამოქვეყნებულა, ეტყობა არ სურთ პატრონებს) ისეთი საოცარი "კუკლა" ჩაუტარა ერთმა ტიპმა , რომ ტელეჟურნალისტებს ხომ აშკარად სახეზე ეწერათ აღფრთოვანება! - ინტერვიუს დროს პოლიციის კომისარი ქალიც კი პატივისცემით ლაპარაკობდა: "ვიღაც ვირტუოზია! - ჩვენი დროის არსენ ლუპანიო" (ლეგენდარული ფრანგი დენდი ქურდი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში), ისე ლაპარაკობდნენ გამოგიტყდებით, ცოტათი შემშურდა და წამით გამიელვა - ვინ იცის, იქნებ ქართველიც აღმოჩნდეს-მეთქი.

მოკლედ, 30 დეკემბერს ამ ცნობილ უცნობ საიუველირო სახლში, პარიზის მერვე ოლქში, ორმოცი წლის ელეგანტური, ანუ როგორც "თბილისი" იტყოდა " იმპოზანტნი" მამაკაცი შევიდა და წარუდგა, როგორც ძვირფასი ბიჟუტერიის სპეციალისტი, რომელიც ერთი უცხოელისათვის 5,5 მილიონი ევროს ძვირფასეულობის შეძენას აპირებდა.

იდუმალ უცნობს ბუატიეს ქუჩაზე შვეიცარულ პრივატულ ლუქს შოუ რუმში დაუნიშნეს შეხვედრა და იქ შესთავაზეს რამდენიმე იშვიათი ეგზემპლარი. მან აირჩია ორი ბრუტი ცისფერი ბრილიანტის ქვა და ბრილიანტებითა და სხვა ძვირფასი ქვებით გაწყობილი ორი ბეჭედი.

ყველაფერი დიდ კონვერტში ჩაუწყეს და მისცეს, რომ გვერდით ოთახში გასულიყვნენ გადასახდელად. 5,5 მილიონი ევრო ზუსტად! ის კი უცებ მობრუნდა, რატომღაც კონვერტი უკან დააბრუნა, თქვა, რომ კიდევ იფიქრებდა და წავიდა. ამაში საეჭვო არაფერია - ბოლო მომენტში მყიდველი ხშირად იკავებს
თავს. საიუველიროში მხოლოდ შუადღეს მიხვდნენ, რომ "არსენ ლუპანმა" ნამდვილი ბრილიანტები და ბეჭდები თან წაიღო, მათ კი ნაკეთობებისა და ქვების ზუსტი ასლები დაუტოვა წინსწარ მომზადებული ისეთივე კონვერტით.

წარმოდგენა არა აქვთ ვინ არის... ისე კი ეძებენ პატიოსნად, რა ქნან!

აი, ეს მინდოდა მომეყოლა ტვ-ში რომ ვნახე, მეორე დღესვე, ვიფიქრე საცივით დამძიმებულ ხალხს შობას მივულოცავ და გავამხნევებ - ვეტყვი, მარტო ქართველები არ იპარავენ და ჟულიკობენ-მეთქი... ხომ ვიცი როგორ განიცდის ერი თავისი გზასაცდენილი შვილების უწესობას და უსაქციელობას ! მაგრამ ვინ გაცალა! სულ ამ ჩხუბზე ლაპარაკობს ყველა - იმ ბიჭის სამაგალითოდ დასჯას ითხოვენ - მგონი საჯარო ჩამოხრჩობას!

ახლა ვიფიქრე, თბილისია, ხალხი ქეიფობს, ხომ იცით... სანამ კიდევ ვინმე გაულახიათ, იქნებ, მოვასწრო-მეთქი და მგონი, მოვასწარი".
11 იანვარი 2017 13:41
Temi გენაცვალოს შენი ქართულის მასწავლებელი) "სხვა განაც"ერთად იწერება))
ჯერ ენა ისწავლე მშობლიური,შენიშვნები მერე...))
DINO_ZAUR
11 იანვარი 2017 13:34
ეგ რა არის? 90-იანებში მეტროებთან 100 დოლარიანს ხელზე უხურდავებდნენ. გამოართმევდნენ კაცს 100 დოლარს, მერე უცებ უი არ მაწყობს მაგ ფასში დახურდავებაო და უკან ატენიდნენ 1 დოლარიანს . მერე უცბად მოტყდებოდნენ და ფაფუ.
mzirali
10 იანვარი 2017 17:43
სახლისო ამბავია . იმედია მალე გადაიღებნ ფილმს ამის სესახებ. რაც სეეხება იმ ილუზიონისტს მისთვის ეს პირველი საქმე არ იქნება. როგორც ჩანს ის იცნობდა ამ საუელირო სახლის წესებს ასე რომ, ველიდები კარგ ფრანგულ ფილმს ამ ისტორიაზეეე
Temi
10 იანვარი 2017 14:08
ეგ ყველაფერი გასააგებია, მაგრამ სად ითხოვენ იმ ბიჭის დასჯას? პირიქით! ჩემი მეგობრები სოლიდარობას უცხადებენ და ჯარმის გადახდაში დახმარებას პირდებიან. სხვა განაც ნახეთ!
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საქართველოს გზებზე ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები?