"სტალინის დივანი" და ბელადის ფსიქოანალიზი - სტალინის როლში ჟერარ დეპარდიე
"სტალინის დივანი" და ბელადის ფსიქოანალიზი -  სტალინის როლში ჟერარ დეპარდიე
საფრანგეთში 2017 წლის 11 იანვრიდან კინოეკრანებზე გამოდის ფილმი "სტალინის დივანი", რომლის რეჟისორი ფანი არდანია, სტალინის როლს კი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.

ფილმი ფრანგულ-პორტუგალიურმა კომპანია "Leopardo Filmes"-მა გადაიღო, ხოლო კოსტუმებზე და რეკვიზიტებზე პასუხისმგებელი "Мосфильм" იყო.

კინსურათს საფუძვლად დაედო ფრანგი მწერლის ჟან-დანიელ ბალტასატას 2013 წელს გამოსული რომანი, რომლის სიუჟეტში აღწერილია 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხდარი ფაქტი. ახალგაზრდა მხატვარს დანილოვს დაავალებენ შექმნას ბელადი მონუმენტი სახელწოდებით "ხალხის მამა".

თრეილერის მიხედვით, ჩანს, რომ სტალინი ძველ სასახლეში, საყვარელ ლიდიასთან ერთად არის, რომელიც, როგორც ჩანს, ფროიდისეულ დივანზე სტალინს ფსიქოანალიზის სეანსს უტარებს.


მკითხველის კომენტარი (13)
ფიქრია
27 იანვარი 2017 00:40
უი,უი,ფანი ,ეს რა გადაგიღია....ცხვირით ნამეტანი ჰგავს,არა თვალები და ნიკაპი ხომ საერტოდ რააა....წაი,ბიძია,წაი...
vato
26 იანვარი 2017 13:28
სად ერეკლე(სტალინი) სად...დეპარდიე
გავაზელი
12 იანვარი 2017 13:14
ბოლობოლო ეს ფილმი დანილოვზეა თუ სტალინსა და მის საყვარელზე? :))
დეპარდიე და სტალინი რომ ერეკლესა და სოფოკლესავით შორი-შორს არიან, ეგ სალაპარაკოც აღარაა.
koka
12 იანვარი 2017 09:24
ცხვირით გაავს,ულვაშით გაავს ხოდა მაგია.ჯერ ფილმი არ გვინახავს და ერთი ამბავი ატეხეს,ნამდვილ სტალინს საიქიოდან ხომ არ მოვიწვევთ,
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
რუბრიკის სხვა სიახლეები