მსოფლიოს ყველაზე მიუდგომელ ადგილას აგებული მონასტრები (+ ფოტოგალერეა)
17-01-2017
მსოფლიოს ყველაზე მიუდგომელ ადგილას აგებული მონასტრები (+ ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

მსოფლიოს უამრავ საოცრებათა შორის აღსანიშნავია მიუვალ მთებში საუკუნების წინ აგებული სამონასტრო კომპლექსები. იქ, სადაც მთის წვერი ცას უერთდება, ადამიანი წყდება ყოველდღიურობას და ღმერთთან საუბარიც უადვილდება. ჩვენ გთავაზობთ სამონასტრო კომპლექსებს, რომელიც ბუნების ულამაზეს და მიუწვდომელ ადგილასაა აგებული.

მეტეორის მონასტერში, რომელსაც მეათე საუკუნეს მიაკუთვნებენ, განდეგილები ცხოვრობდნენ. ისინი კლდიდან მხოლოდ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ჩამოდიოდნენ, რადგან ზოგიერთი ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების შესრულება მარტო შეუძლებელი ან ძალიან რთულია. ბერები საბერძნეთის ქალაქებს სტუმრობდნენ და შემდეგ ისევ მეტეორის
მონასტერს უბრუნდებოდნენ.

რონგბუკი ევერესტზე მდებარეობს და ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადგილზეა. ბერები აქ გამოქვაბულში პატარა თავშესაფარს აკეთებდნენ, რადგან მედიტაციების შემდეგ დაესვენათ.

19-ე საუკუნეში კი შრი ლანკაში სიგირიის სამონასტრო კომპლექსი ბრიტანელმა მონადირემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. გადმოცემის თანახმად, კასაპას, უფროს ვაჟს მეფემ ძალაუფლება წაართვა და განდევნა, გაბრაზებულმა
ვაჟმა კი მამა მოკლა, დაიპყრო ტერიტორია და ახალი დედაქალაქი ააშენა, რომელიც შორიდან მძინარე ლომს - ცეილონის სიმბოლოს წააგავდა. ხოლო მას შემდეგ, რაც უმცროსმა ძმამ კასაპას მმართველობა ჩამოართვა, მან თავი მოიკლა. ამის შემდეგ სიგირიაში ბერები მსახურობდნენ.

კაცხის სვეტი, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტშია, ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს. ის V-VI საუკუნეებით თარიღდება. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები მესვეტეობას უკავშირებენ, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა. 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.

იხილეთ ფოტოგალერეა


ეკა გადახაბაძე



რედაქტორის რჩევით