"ონბასირა" - საშიში ჯირითი მორზე - კვირის პალიტრა

"ონბასირა" - საშიში ჯირითი მორზე

6 წელიწადში ერთხელ, იაპონიის ტბა სუვას მახლობლად იმართება სახალხო დღესასწაული "ონბასირა", რაც "საპატიო სვეტებს" ნიშნავს. ზეიმი წმინდა

ტაძრის - "სუვა ტაიშას" სვეტების სიმბოლურ "განახლებას" ეძღვნება. ტრადიციის მიხედვით, "ონბასირასთვის" სპეციალურად დამზადებული ცულებით მთაზე უზარმაზარ ხეებს ჭრიან, გასხეპილ მორებზე ამხედრდებიან და ასე აცურებენ მთის ფერდობზე.

თუმცა მძიმე მორებს მსხვილი ბაგირების "აღვირი" აქვს ამოდებული, ტრავმები ისე ხშირია (მსხვერპლიც ყოფილა), რომ მონაწილეებს მთის ძირში, მოზეიმეებთად ერთად, სასწრაფოებიც ელიან...