"მოხეტიალე გოგონა" - მარინა ჯანაშიას შვილიშვილი "ვოგის" ყურადღების ცენტრში და უცნაური ფოტოსესია
18-01-2017
"მოხეტიალე გოგონა" - მარინა ჯანაშიას შვილიშვილი "ვოგის" ყურადღების ცენტრში და უცნაური ფოტოსესია
ფოტოგალერეა

Wandering Girl ("მოხეტიალე გოგონა") - ასე ქვია ფოტოალბომს, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მოდური გამოცემის VOGUE -ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა და მასში მსახიობ მარინა ჯანაშიას შვილიშვილის, მოდელის და მსახიობის, მარიტა ჯანაშიას ფოტოებია, რომელიც თბილისში, საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზეა გადაღებული. ფოტოგრაფი კი ადრიანო ჩისანია. (წყარო)

მარიტა ჯანაშია "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსის გამარჯვებულია, ის თბილისში მოდის კვირეულებზე სხვადასხვა ქართველი დიზაინერის სამოსს ხშირად წარადგენს ხოლმე და როგორც აღმოჩნდა, გოგონას ორიგინალურმა და იშვიათმა სილამაზემ მსოფლიო დონის გამოცემის ყურადღებაც
მიიპყრო. მარიტას ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ის ხატვითაა დაინტერესებული: „ერთი პერიოდი ვხატავდი. ბაბუაჩემმა - მხატვარმა თემო გოცაძემ კარგად შეაფასა ჩემი ნამუშევრები, რაც მისი მხრიდან დიდი იშვიათობაა“.

ჩვენში კარგა ხანია ლაპარაკობენ  მოდელისა და აწ გარდაცვლილი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის ვაჟის, ჯეჯის სიყვარულზე. მათი ურთიერთობა საკმაოდ
დიდი ხანია გრძელდება, ყვითელ პრესაში ისიც კი დაიბეჭა, თითქოს მარიტა და ჯეჯი დაქორწინდნენ, თუმცა ინფორმაცია ცრუ გამოდგა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე


italielebs magrad shiga aqvt
26 იანვარი 2017 13:26
განსაკუთრებით გამოვყოფდი 00-ფონზე გადაღებულ ფოტოს,შედევრია აბა რააა!
*
25 იანვარი 2017 12:57
ლამაზი გოგოა
ანიტა
20 იანვარი 2017 10:15
რბილად რომ ვთქვათ სრული იდიოტიზმია ასეთი ფოტოსესია! მარიტა მართლაც არაორდინალური გარეგნობით გამორჩეულია და საერთოდ იკარგება როგორც მოდელი და წარმდგენი რამის! მაყურებელს თვალი ამ აჭიჭყნილი ფონისკენ გაურბის და მარიტა საერთოდ ავიწყდება! ამოვარდნილი და უადგილო გამოდის მოდელი(((( გადავახევდი ამ ფოტოებს ფოტოგრაფს((((

რედაქტორის რჩევით