ყველა გზა რომში მიდის! - კვირის პალიტრა

ყველა გზა რომში მიდის!

18 აპრილიდან რომაელები პომპეზურად აღნიშნავენ "მარადიული ქალაქის" 2763-ე "დაბადების დღეს" - მეცნიერთა ბოლო გამოთვლებით, რემმა და

რომულუსმა რომი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 753 წელს, 21 აპრილს დააარსეს. ისტორიულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეებისა და სტუმრების საზეიმო აღლუმები რამდენიმე დღეს გრძელდება, "რომის გლადიატორთა სკოლა" კი სადღესასწაულო წარმოდგენას მართავს. სანახაობას, ცხადია, არ აკლია მაყურებელი მთელი მსოფლიოდან - ყველა გზა ხომ რომში მიდის!