ტერორისტი გედი - მისტერ ასბო - კვირის პალიტრა

ტერორისტი გედი - მისტერ ასბო

კემბრიჯის ნიჩბოსანთა ასოციაციამ დედოფალ ელისაბედს აგრესიული გედის - "მისტერ ასბოს" სიკვდილით დასჯის ნება სთხოვა! რამდენიმე კვირაა, გედი

სისტემატურად ესხმის თავს ნიჩბოსნებს, მწარედ ჰკბენს და კორტნის მათ. ექსპერტთა აზრით, ეს "ინგლისური სისინა" სახეობის გედი, რომელიც გადამფრენი არ არის, ალბათ მეუღლესა და ჭუჭულებს  იცავს. საქმე იოლად გადასაწყვეტი არ არის - კანონით, აბსოლუტურად ყველა "ინგლისური სისინა გედი" დედოფლის საკუთრებაა, რომელიც მათ ბედს პირადად განაგებს...