კეტრინ ზეტა-ჯონსი: - არ ვარ გამხდარი!
თავისი კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილი 40 წლის სუპერვარსკვლავი, მაიკლ დუგლასის მეუღლე და ორი შვილის დედა კეტრინ ზეტა-ჯონსი ისე
გაამწარა პრესაში დარხეულმა ჭორებმა მისი მეტისმეტი სიგამხდრის შესახებ, რომ ეშმაკს მიაფურთხა და, რასაკვირველია, მხოლოდ "აბრეშუმის ზეწრების რეკლამის მიზნით" სულ გაიხადა! "ვამაყობ ჩემი სხეულით", - დასძინა მსოფლიოს ერთ-ერთ სექსუალურ ქალად აღიარებულმა გაბრაზებულმა სუპერვარსკვლავმა.