"VIP-ბორდელის" გოგონები წინასაარჩევნოდ! - კვირის პალიტრა

"VIP-ბორდელის" გოგონები წინასაარჩევნოდ!

ნიუ-იორკის სკანდალურად ცნობილი "VIP-ბორდელის" პატრონი კრისტინ დევისი, რომლის დაწესებულებაშიც ექსგუბერნატორი სპიტცერი გამოიჭირეს,

შტატის გუბერნატორობას თავად აპირებს! მან საკუთარი კანდიდატურა უკვე წამოაყენა და აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც გააჩაღა.

საარჩევნო ფონდის შესავსებად წარმატებით იყენებს "VIP-ბორდელის" გოგონებს: მარიხუანის ფოთლით მოხატულ პრაქტიკულად შიშველ ლამაზმანთან სადილი 15.000-ოდე დოლარი ღირს... დევისის თქმით, ნიუ-იორკის ბიუჯეტის პრობლემების გადასაჭრელად სულ 3 რამის ლეგალიზებაა საჭირო: სათამაშო ბიზნესის, მარიხუანისა და ცხადია, პროსტიტუციის!