მონროს პენუარი - "გარანტირებული" სექსუალურობა - კვირის პალიტრა

მონროს პენუარი - "გარანტირებული" სექსუალურობა

2010 წლის 25 ივნისს ლას-ვეგასის განთქმულ სასტუმრო-კაზინო -  Planet Hollywood Resort and Casino-ში მერილინ მონროსთან დაკავშირებული ნაირგვარი

ნივთის აუქციონი გაიმართება. მათ შორისაა, მაგალითად, ლეგენდად ქცეული ვარსკვლავის ფილტვების რენტგენოგრამაც! მაგრამ მრავალი ქალისთვის ყველაზე საინტერესო მონროს ნაქონი, ვარდების აპლიკაციებით გაწყობილი ვარდისფერი პენუარია. საყოველთაო აზრით, მის ბედნიერ მფლობელს სექსუალურობა "გარანტირებული" ექნება!