"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?" - როგორ ხუმრობენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გახარებული ქართველები? - კვირის პალიტრა

"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?" - როგორ ხუმრობენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გახარებული ქართველები?

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ამ ამბავს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები ერთმანეთს ამ გადაწყვეტილებას ულოცავენ, თუმცა ზოგიერთი ხუმრობს კიდეც. გთავაზობთ რამდენიმე იუმორნარევ ფრაზას, რაც "ფეისბუკში" დაწერეს:

"ეს საბერძნეთის დეპუტატი რომ გვებრძვის, ვინმემ მაინც უთხრას, დაბერებისთანავე ჩვენი მოსავლელი რომ გახდება!"

"ბოლო ვინც წამოხვალთ აეროპორტში შუქი ჩააქრეთ"

"ჩაბარგებული უყურებდით ლაივს თუ რა ხდება?"

"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?"

"ვინც არ ალაიქებს, ის არ მიდის ევროპაში"

"ბერლინში მერსედესის ცენტრი რომელზე იკეტება ხომ არ იცით?"

"ახლა, როგორაა, მშობლებთან რომ წავალ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ რომ ვეწვევი?"

"მარია გაბრიელი - ქართველების დედა ტერეზა"

"შვილები რომ მეყოლება, მარიასა და გაბრიელს დავარქმევ" (იმ ბულგარელი ევროპარლამენტარის მარია გაბრიელის პატივსაცემად, რომელმაც სხდომაზე მხარი დაგვიჭირა -კ.პ.)

(ფოტოს ავტორი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი, სოფო მოსიძეა)

იხილეთ ფოტოგალერეა