"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?" - როგორ ხუმრობენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გახარებული ქართველები?
02-02-2017
"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?" -  როგორ ხუმრობენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით გახარებული ქართველები?
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ამ ამბავს სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები ერთმანეთს ამ გადაწყვეტილებას ულოცავენ, თუმცა ზოგიერთი ხუმრობს კიდეც. გთავაზობთ რამდენიმე იუმორნარევ ფრაზას, რაც "ფეისბუკში" დაწერეს:

"ეს საბერძნეთის დეპუტატი რომ გვებრძვის, ვინმემ მაინც უთხრას, დაბერებისთანავე ჩვენი მოსავლელი რომ გახდება!"


"ბოლო ვინც წამოხვალთ აეროპორტში შუქი ჩააქრეთ"

"ჩაბარგებული უყურებდით ლაივს თუ რა ხდება?"

"გერმანიაში რა ნომერი "მარშრუტკა" მიდის?"

"ვინც არ ალაიქებს, ის არ მიდის ევროპაში"

"ბერლინში მერსედესის ცენტრი რომელზე იკეტება
ხომ არ იცით?"

"ახლა, როგორაა, მშობლებთან რომ წავალ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ რომ ვეწვევი?"

"მარია გაბრიელი - ქართველების დედა ტერეზა"

"შვილები რომ მეყოლება, მარიასა და გაბრიელს დავარქმევ" (იმ ბულგარელი ევროპარლამენტარის მარია გაბრიელის პატივსაცემად, რომელმაც სხდომაზე მხარი დაგვიჭირა -კ.პ.)

(ფოტოს ავტორი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი, სოფო მოსიძეა)

იხილეთ ფოტოგალერეა

ნატო
07 თებერვალი 2017 15:01
მარშუტკები დაამატეთ--- აღარ გვყოფნის, დავწყდით ხალხი ფეხზე დგომით...:)))))))თბილისის ყვითელი მარშუტკების არ იყოს:))))
ვენე
03 თებერვალი 2017 20:12
ჩემი გონებამახვილი ქართველები! ❤️❤️❤️
RAMAZI
03 თებერვალი 2017 14:53
რა კარგია ევროპა , მაგრამ საქართველოს ვის უტოვებ .

რედაქტორის რჩევით