The Guardian: "უშგული ძმები გრიმების საოცნებო, ზღაპრულ ადგილს ჰგავს" - კვირის პალიტრა

The Guardian: "უშგული ძმები გრიმების საოცნებო, ზღაპრულ ადგილს ჰგავს"

ფოტოგალერეა

საქართველოს შეუდარებელ ბუნებასა და კულტურაზე ბევრჯერ დაწერილა უცხოურ მედიასაშუალებებში, რამდენიმე დღის წინ კი The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია სვანეთში მდებარე სოფელ უშგულის შესახებ, სადაც უცხოელმა ჟურნალისტებმა იმოგზაურეს.

საქართველოს ბუნებით აღფრთოვანებულმა უცხოელებმა ევროპის ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე დასახლებულ პუნქტად მიჩნეული უშგული მოინახულეს და შთაბეჭდილებები მკითხველსაც გაუზიარეს.

„უშგულში ასვლას 3 დღე მოვანდომეთ, მთიან და კლდოვან გზას გავდიოდით. ორი დიდი მთის ფერდობს შორის, ყინულივით ცივ მდინარესთან ქვის კოშკებიანი სოფელი აღმოვაჩინეთ, სადაც ბავშვები ცხენებით ჯირითობდნენ, ხოლო მოხუცები ქუჩაში შინაურ ცხოველებს მიერეკებოდნენ. ეს ადგილი ძმები გრიმების საოცნებო, ზღაპრულ ადგილს ჰგავს. ჩვენი საცხოვრებლის ფანჯრიდან კი შხარა მოსჩანდა, ყველაზე მაღალი მწვერვალი მთელს საქართველოში. მწვერვალი შუა აგვისტოშიც კი თოვლითაა დაფარული და აქვე მოსჩანს რუსეთის საზღვარიც.

ზღაპრულ შეგრძნებას ის კოშკებიც აძლიერებდა, რომელთა ნაწილი მე - 9 - მე- 12 საუკუნეებში ააგეს. აქ ქართველები შუა საუკუნეებში შემოსულ მტერს ემალებოდნენ. აქ გახიზნულ მოსახლეობას თან მოჰქონდა ძვირფასეულობა და საკვები.

ადგილმდებარეობის მიუხედავად, უშგულის მოსახლეობა ტურისტებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს - ისინი მოგზაურებს სახლებში ოთახებს უთმობენ, თუ კარავი გაქვთ, მაშინ მათ ეზოში შეგიძლიათ კარვის გაშლა. ჩვენ საცხოვრებელში ერთ დღე-ღამეში 7£ გადავიხადეთ. აქ შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭაპური და ქართული ღინოც დააგემოვნოთ, მუზეუმში კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორი იყო უშგული ადრე.“(წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია