ჩემოდნის ელვა დაზიანდა, გაიხსნა და საზღვრის დამრღვევი ასე იპოვეს, რომელიც გორგოლაჭიან ჩემოდანაში იყო მოკალათებული - კვირის პალიტრა

ჩემოდნის ელვა დაზიანდა, გაიხსნა და საზღვრის დამრღვევი ასე იპოვეს, რომელიც გორგოლაჭიან ჩემოდანაში იყო მოკალათებული

ფოტოგალერეა

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პოლიციამ სარფის გამშვებ პუნქტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მათი ბარგის შემოწმებისას, ჩემოდანში ქალი აღმოჩნდა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გადაპარვას ცდილობდა.

თურქული გამოცემა Daily Sabah -ის ინფორმაციით, დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ 28 წლის ქალი სამი თვის წინ თურქეთიდან იყო დეპორტირებული. ორივე პირი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

მთელი მსოფლიოს მასშტებით ადამიანები საფრთხისგან თავის დასაღწევად თუ უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით საზღვარზე გადაპარვისთვის რა ხერხს აღარ მიმართავდნენ და დღესაც მიმართავენ. მათ შორის სიცოცხლისთვის საშიშ პირობებსაც ხშირად არ ერიდებიან, რაც რიგ შემთხვევაში ფატალურადაც არაერთხელ დასრულდა, თუმცა ამჯერად გვსურს ნაკლებად ნეგატიური ამბები გავიხსენოთ, რომელიც ჩვენი თანამემამულის მსგავსად, ჩემოდნით "მოგზაურობას" შეეხება.

2016 წლის დეკემბერში მესაზღვრეება მაროკოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ესპანეთის იურისდიქციის ქალაქ სეუტაში საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, მის ჩემოდნში 22 წლის გაბონელი აფროამერიკელი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, სასაზღვრო პოლიციამ გოგონა შეამჩნია, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა. მას ჩემოდნის გახსნა სთხოვეს, სადაც გასავათებული ახალგაზრდა აფროამერიკელი იპოვეს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა მაროკო-ესპანეთს საზღვარზეც, ამჯერად მამაკაცმა გამოიწვია ეჭვი, რომელიც არც თუ ისე დიდ ჩემოდანს გაჭირვებით მიათრევდა. მესაზღვრეებმა შემოწმების შემდეგ ჩემოდანში 19 წლის მალის მოქალაქე აღმოაჩინეს.

საინტერესო შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე ბრიტანელ მესაზღვრეებს, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც ნივთები გადაჰქონდა, თან 16 ადამიანი საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა. სკანერს რომელსაც სასაზღვრო პუნქტზე იყენებენ სატვირთოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროს ბრძანებით, 5 უზარმაზარი სკანერი შეიძინეს და ლა-მანშის გვირაბში დაამონტაჟეს. ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდა, საზღვრის გადამკვეთები უკეთ შეემოწმებინათ.

როგორც ისტორიკოსებისთვისაა ცნობილი დიდ ამერიკელ ილუზიონისტ გარი გუდინსაც კი არ მოსვლია აზრად ჩამჯდარიყო ავტომობილის სავარძელში და გაუნძრევლად ყოფილიყო დიდი ხნით. მექსიკელი ენრიკე აგილარი კი გუდინისგან განსხვავებით უფრო გაბედული აღმოჩნდა. ის მესაზღვრეებმა მანქანის სავარძელში იპოვეს...

ჩინეთში კი ის ტურისტული კომპანია დახურეს, რომელიც ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეებს უკანონოდ, გორგოლაჭებიანი ჩემოდნით საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. 250-300 დოლარად მსურველს ჩემოდანთან ერთად შეეძოლო ჰონკონგის ცენტრში ამოეყო თავი, თუმცა ერთხელაც კომპანიის ბიზნესმა კრახი განიცადა, მაშინ როცა დიდწონიანი მამაკაცი გადაჰყავდათ, ჩემოდნის ელვა დაზიანდა და გაიხსნა. ჩემოდნის გადამზიდი კი ამტკიცებდა, რომ მას თან ფეხსაცმელი, პერანგი და შარვალი მიჰქონდა.

შვეიცარიის ერთ-ერთ სადგურზე სათვალთვალო კამერამ 182 სმ მამაკაცი დაფიქსირა, რომელიც ჩემოდნიდან ამოძვრა. შვეიცარიისვე სასაზღვრო პოლიციამ შემთხვევით აღმოაჩინა ჩემოდნიდან გადმოყოფილი ხელი, ისინი მიხვდნენ, რომ ვიღაც საზღვარზე იპარებოდა. როგორც გაარკვიეს, ერიტრეას მოქალაქე იტალია-შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთას სწორედ ამ ფორმით ცდილობდა, მიგრანტი ისევ იტალიში დააბრუნეს.

იხილეთ ფოტოგალერეა, რომელშიც "ჩემოდნით" მოგზაურები არიან აღბეჭდილნი

მოამზადა ეკა გადახაბაძემ