ქალი გენერლები საქართველოსა და უცხოეთში (ფოტოგალერეა)
28-02-2017
ქალი გენერლები საქართველოსა და უცხოეთში (ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს თავდაცვის პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს, პრეზიდენტს კი, მისთვის თავდაცვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებაზე მიმართეს. ჩიქოვანმა პოლკოვნიკის წოდება შს სამინისტროში მუშაობისას მიიღო, რაც თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებას გაუთანაბრდა. ის, რომ ქალბატონის კარიერული წინსვლა საკამოდ სწრაფად მოხდა, მითქმა-მოთქმის საფუძვლად იქცა, თუმცა ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც თავდაცვის უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე ქალბატონი წარადგინეს. "ეს დადებითად აისახება სისტემის განვითარებაზე. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება
ცხადყოფს გენდერული ბალანსის კუთხით თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომას", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ჩიქოვანი მიიღებს თუ არა გენერალ-მაიორის წოდებას, ეს პრეზიიდენტის გადასაწყვეტია.

მანამდე კი საქართელოში ერთადერთ გენერალ ქალბატონად ირინა იმერლიშვილი რჩება:

"ეს არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის, იუსტიციის გენერლის წოდება, რომელიც სპეციალურ სახელმწიფო წოდებას წარმოადგენს. 2002
წელს, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, როლანდ გილიგაშვილმა იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა ჩემი კანდიდატურა წარადგინა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ კი სპეციალური სახელმწიფო წოდება მომანიჭა. მინდა დავაკონკრეტო, რომ ეს არ არის სამხედრო ჩინი." - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ირინა იმერლიშვილმა

"არც ხელფასი მომმატებია და არც ჩინ-მედლები მოუციათ, მაგრამ ჩემი გარშემო მყოფები კი ამ ამბავს მართლაც ემოციებით შეხვდნენ. მახსოვს, ეს რომ შევიტყვე, უპირველესად, ჩემს მეუღლეს გავაგებინე. დავურეკე და ვუთხარი: თუ საჭესთან ზიხარ, ერთი წუთით მანქანა გააჩერე-მეთქი, ძალიან შეეშინდა. მართლა გააჩერა მანქანა: რა ხდება, ხომ მშვიდობააო? ახლა გადმოდი მანქანიდან და "ჩესტი" ამიღე-მეთქი. შენ ხომ არ გადაირიეო - გაოცებული მეკითხებოდა. მერე ამ ისტორიას ხალისით იხსენებდა ხოლმე და ამაზე ხშირად ხუმრობდა კიდეც: ჩემი ცოლი ჩემი გენერალიაო". (წყარო)

საბჭოთა კავშირში პირველი გენერალი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა გახდა. მას გენერალ-მაიორის წოდება 1995 წელს მიანიჭეს. ტერეშკოვა პირველი ქალი გახლავთ, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და ასევე ერთადერთია, რომელმაც  მოახერხა სხვადასხვა საავიაციო მანევრების  შესრულება მარტომ.

ამერიკის არმიაში უამრავი ქალბატონი მსახურობს, ისინი სხვადასხმა მისიებში იღებენ მოაწილეობას, თუმცა მათ შორის ერთადერთი ჯანეტ ვოტფენბარგერია, რომელიც ბრიგადის ოთხვარსკვლავიანი გენერლის წოდებას ატარებს.

აშშ-ს საჰაერო ძალების აკადემიის ხელმძღვანელიც როგორც აღმოჩნდა გენერალ-მაიორი მიშელ ჯონსონია.

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მეუღლე პენ ლიუანი ტელეეთერებს საკმაოდ ხშირად სტუმრობს და სიმღერებსაც ასრულებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ჩინეთს ეროვნული არმიის გენერალ-მაიორია.

ყველასთის ცნობილია, რომ ისრაელის არმიაში ქალბატონები მსახურობენ. როგორც აღმოჩნდა, გენერალ - ლეიტენანტი ორნა ბაბრიბა ისრაელის არმიის კადრების განყოფილებაში მსახურობს.

ჰატოლ მოჰამად ზაი კი პირველი ავღანელი პატაშუტისტი ქალია, რომელიც ბრიგადის გენერლის წოდებას ატარებს.

გაერო-ს საშვიდობო მისიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნორვეგიელი ქალბატონი გენერალ-მაიორი კრისტინ ლუნდია.

ნორვეგიელმა გენერალ-მაიორმა, რომელიც ლიბანში, სპარსეთის ყურის პირველ ომში, ბოსნიასა და ავღანეთში მსახურობდა, კვიპროსზე გაერო-ს სამშვდობო ძალების 1 000-კაციანი კონტინგენტის ხელმძღვანელის პოსტზე, ჩინელი გენერალ-მაიორ ჩაო ლიუ შეცვალა.

ლუნდი ნორვეგიის არმიაში 1979 წელს ჩაირიცხა და პირველ უცხოურ მისიაში 1986 წელს ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის სატრანსპორტო ოფიცრის რანგში გაემგზავრა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ტოტო
23 მარტი 2017 17:46
ჩვენი ყველას სჯობნის.
marTali
08 მარტი 2017 18:07
იმერლიშვილი ქონების მოხვეჭიტ ვერავინ შეედრებაა,გენერლები როგორც ვიცი სამსობლოს იცავენ ,ეს პირიქითაა
თაზო
06 მარტი 2017 17:46
რუსის ჯარები გარბიან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან , რომ გაიგეს საქართველოს ორი ქალი გენერალი ყოლიაო,ერთი აფხაზეთს ეკვეთება მეორე ცხინვალს,

რედაქტორის რჩევით