"სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა" (ფოტოგალერეა)
01-03-2017
"სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა" (ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

"დარჩენილ ცხოვრებას სოხუმთან საუბარში გავატარებდი... მარტო იქ ვამბობ სიტყვას "მოვედი". სოხუმში სულ სხვა სინათლე და სითბოა. ზღვა მზის სხივებს ირეკლავს და ფერებიც უფრო ექსპრესიულია, სიმწვანე ზეიმში გადადის. ერთხელ საოცრად მოთოვა - ვარდისფერგადაკრული მზე ლურჯ ზღვაში ეშვებოდა, თოვლი სითეთრით ქალის კანს მოგაგონებდათ... კოსმიური კოსმეტიკით მხიბლავდა სოხუმი და გაგრა... ზღვის უზარმაზარ სივრცესთან ხომ ლაპარაკიც შეგიძლია? ტკივილამდე მონატრებულ კუთხეში ქართველთა და აფხაზთა სიწმინდეებია, რომელთა შენებასაც საუკუნეები მოვანდომეთ, ერთად ვაგებდით, ვქმნიდით სიყვარულით, მხარში
დგომით... დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ დაგვიგროვდა სათქმელი, გასაზიარებელი... ერთად ყოფნამდე სიყვარული მიგვიყვანს", - ეს არის ამონარიდი მწერალ გურამ ოდიშარიას ერთ-ერთი ინტერვიუდან და ყველა ჩვენგანის სათქმელსაც ამბობს. (წყარო)

ინტერნეტში აღმოვაჩინე სოხუმის ფოტოები, რომელიც 1950-იან წლებშია გადაღებული. მონატრებული მხარე,
რომელიც ჩვენია და სადაც აუცილებლად დავბრუნდებით, ადგილი, რომელიც დღეს ერთდროულად სიყვარულის და დიდი ტკივილის სინონიმია, მხარე რომელიც საქართველოს მთლიანობის მთავარი პირობაა. ულამაზესი ბუნება და შავი ზღვის პალმებიანი სანაპირო ერთ-ერთ ვებგვერდზე ჰავანასაც კი შეადარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
Nata
15 მარტი 2017 14:32
Im qalaqshi roca chavdivar mak bednierebis gancda,mashin uxdi madlobas upals ro movevline da vnaxe tbili da gansxvavebuli kalaki.ik mze sxvanairad atbobs,am axalcels 31 chavedi soxumshi vxedavdi zgvaze banaobda erti ori turisti.imdenad mcxunvare iko mze.kvelaze bednieri ik im kalakshi var,madloba gnerts ro shemidzlia exla am droshic chavide da ramodenime saatit davtkbe ikaurobit!
nari
10 მარტი 2017 08:58
ჩემო სოხუმო უშენოდ ვკვდები მესიზმრები მენატრები .
თენგიზი სოხუმელი
09 მარტი 2017 23:25
ჩემი ულამაზესი ქალაქი,,,,,,,

რედაქტორის რჩევით