ავატიროთ ჩვილები - კვირის პალიტრა

ავატიროთ ჩვილები

ტოკიოში ტრადიციული "ჩვილების ატირების ფესტივალი" ჩატარდა, მასში 2009 წელს დაბადებული 80 ბავშვი ატირეს. მთავარ ღონისძიებაში სუმოს

გოლიათი მოჭიდავეები მონაწილეობენ: ორ-ორი მათგანი ჩვილით ხელში პირისპირ დგება და მის რაც შეიძლება მალე ატირებას ცდილობს. თუ ბავშვები ერთდროულად ატირდნენ, წყვილში გამარჯვებულად უფრო ხმამაღლა მოტირალი ითვლება.

თუ არ ატირდნენ, მსაჯი იკეთებს ისეთ ნიღაბს, რომლის დანახვა პაწიას კი არა, დიდსაც კი დააფრთხობს და ასე ეხმარება სუმოისტებს. ფესტივალი 400 წელია ტარდება. იაპონელთა რწმენით, ბავშვის ტირილი ავ სულებს განდევნის...