"იმიტაცია" სრული აღჭურვილობით - კვირის პალიტრა

"იმიტაცია" სრული აღჭურვილობით

ტორონტოში, "ევროპის შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნების აკადემიის" თაოსნობით, გაიმართა მე-14 საუკუნის რაინდთა ტურნირის სრული

იმიტაცია.  რაინდთა ნამდვილ საჭურველში გამოწყობილი მონაწილენი ყველა წესის დაცვით 4 კატეგორიაში: მახვილით, შუბით, ხანჯლითა და ალებარდებით ბრძოლაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს.

ბრძოლებს, წესისამებრ, მსაჯი და ჰეროლდი (რაინდთა ტურნირის გამგე) უძღვებოდნენ. მწვავე ორთაბრძოლები კი, რაინდთა კანონის მიხედვით, გულითადი ხელის ჩამორთმევით სრულდებოდა.