"ცოცხალი ხიდი" ალპების თავზე - კვირის პალიტრა

"ცოცხალი ხიდი" ალპების თავზე

"რედ ბულის" გუნდის ავსტრიელი წევრი, 47 წლის თავზე ხელაღებული სკაიდაივერი (ანუ "ცაში მყვინთავი") პოლ სტაინერი ალპების თავზე ერთი

თვითმფრინავიდან მეორეზე "გადაჯდა"! იგი ჯერ 130 კმ/სთ სიჩქარით მიმავალი თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა, მერე მის ქვეშ იმავე სიჩქარით მოძრავი მეორე თვითმფრინავის ფრთაზე გადაცოცდა, ბოლოს კი ორ თვითმფრინავს შორის "ცოცხალი ხიდის" როლიც შეასრულა! სტაინერმა ეს "გმირობა" საკუთარ გუნდს მიუძღვნა.