მარათონი პრინცესასთვის - კვირის პალიტრა

მარათონი პრინცესასთვის

პრინც ენდრიუს ქალიშვილი პრინცესა ბეატრისი,  ტახტის მე-5 კანონიერი მემკვიდრე, გამორჩეულად უყვარს ბებიას - ბრიტანეთის დედოფალს.

შვილიშვილი მის აზრებს მუდამ ითვალისწინებს - აღარ ეწევა, წონაში დაიკლო და ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილი შეიცვალა. 25 აპრილს კი პრინცესამ მეტად პოპულარულ ლონდონის 30-ე მარათონშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც პროფესიონალებთან ერთად მოყვარულებიც  დარბიან.

ოდესღაც მსუქანა ბეატრისმა დისტანცია - 42,195 კმ სრულად დაფარა, რის აღსანიშნავად აღტაცებული ორგანიზატორებისგან მედალიც მიიღო.