ვიქტორია ბექჰემი "ნაგავში ჩაჯდა" - კვირის პალიტრა

ვიქტორია ბექჰემი "ნაგავში ჩაჯდა"

ვიქტორია ბექჰემის ე.წ. გლამურობის "განსაკუთრებულად ხაზგასასმელად" ჟურნალ "ვოგის" გერმანულ ვარიანტში დიზაინერმა 36 წლის ვარსკვლავი

"ნაგავში ჩასვა"! ჟურნალში ვიქტორია ხან საჭმლის ნარჩენებსა და სიგარეტის ნამწვებში "ნებივრობს", ხანაც ბინძური აუზისა და მიულაგებელი საწოლის წინ იპრანჭება... თავად ვიქტორია მიიჩნევს, რომ ეს მისი, როგორც მოდის სუპერვარსკვლავის, საბოლოო აღიარების დასტურია.