ვარსკვლავთა საიდუმლოებებივარსკვლავთა საიდუმლოებები - კვირის პალიტრა

ვარსკვლავთა საიდუმლოებებივარსკვლავთა საიდუმლოებები

რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით დიდია ინტერესი მის მიმართ. ამიტომ ჟურნალისტები გამალებით ცდილობენ მათი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, მათ თვალსა და ყურს ხომ არაფერი დაემალება.

ვაგრძელებთ ცნობილ ადამიანთა წარსულის ახლა უკვე გახმაურებულ დეტალებს.

KvirisPalitra.Geტობი მაგუაიერის მამა ბანკის მძარცველი იყო

"ადამიანი-ობობა" პატარაობიდან ოცნებობდა, გამხდარიყო "სუპერგმირი", რომ მამა როგორმე სწორ გზაზე დაეყენებინა.

როცა ტობი ცნობილი მსახიობი გახდა, გულმოდგინედ მალავდა, რომ მამამისმა ვინსენტმა 1993 წელს ბანკი გაძარცვა და ორი წელი ციხეში გაატარა, მაგრამ პრესამ მაინც ამოქექა ეს ფაქტი და ჟურნალისტები კარგა ხანს დასდევდნენ ტობის იმ იმედით, რომ როგორმე ორიოდე სიტყვა დაეცდენინებინათ მისი წარსულის ამ სათაკილო ეპიზოდზე.

KvirisPalitra.Geვუდი ჰარელსონი კილერის შვილია

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ვუდი ჰარელსონმა, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით "მკვლელებად დაბადებულნი", გააოგნა მსოფლიო, როცა აღიარა, მამაჩემი ჩარლზი პროფესიონალი კილერი იყოო.

KvirisPalitra.Geიგი კოლორადოს შტატში მკაცრი ზედამხედველობის ციხეში გარდაცვლილა გულის შეტევით და თავის სამ ვაჟიშვილს "მემკვიდრეობად" დაუტოვა ციხეში დაწერილი მემუარები, სადაც აღიარებდა, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ათობით შეკვეთილი მკვლელობა ჩაიდინა.

KvirisPalitra.Geჯანეტ ჯექსონი გათხოვებას 8 წლის განმავლობაში მალავდა

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ჯანეტ ჯექსონი თავისი სიმღერების ტექსტების ავტორსა და მუსიკალურ პროდიუსერ რენე ელიზონდო-უმცროსთან ქორწინებას 8 წლის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, - კანონიერი მეუღლეები საზოგადოებაში ერთმანეთს "ახლო მეგობრებს" უწოდებდნენ, რომ ჯანეტის მამასა და პრესას არაფერი შეეტყოთ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი 1991 წელს დაქორწინებულან. სიმართლე მხოლოდ მაშინ გამჟღავნდა, როცა რენემ განქორწინება და მეუღლის ქონების დასაკუთრება მოინდომა.

KvirisPalitra.Geსხვათა შორის, "როლინგ სტოუნზის" ლეგენდარული დისკის ყდა, სადაც ჯანეტ ჯექსონია გამოსახული, მისი მეუღლის მონაწილეობითაა შექმნილი - რენე ჯანეტს შიშველ მკერდს ორივე ხელით უფარავს.